სიახლეები
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას“ - ნაზი ნადირაძე, კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი
12-07-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული მომავალი თაობა აღუზარდოს. მიზანსწრაფული და შეუპოვარი პიროვნება გამოწვევებს არ უშინდება და წარმატებასაც აღწევს. ახალგაზრდებსაც ახალი გამოწვევებისთვის მუდმივ მზაობას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია სწორი ხედვის ჩამოყალიბება, ერისა და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გააზრება და თვითგანვითარება დასახული მიზნების მისაღწევად. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მთელი სასკოლო საზოგადოებისა და თემის კმაყოფილებას და მადლიერების გამოხატვას. წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემა, ასევე როცა ყველა ცდილობს სკოლა იყოს წარმატებული.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არასოდეს დანებდე სიძნელეებს, რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ ადექი“. „ყოველთვის გარისკე, რადგან რისკის გარეშე მეორე საფეხურზე ვერ ახვალ“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- საკუთარი თავის დამორჩილებას და ახალი გამოწვევებისთვის მუდმივ მზაობას. გაერკვნენ საკუთარ შესაძლებლობებში და შესაბამისად იპოვონ ადგილი, სადაც თავიანთი უნარებით, ცოდნითა და გამოცდილებით ყველაზე მეტ სარგებელს მიაღწევენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- სწორი ხედვის ჩამოყალიბება, ერისა და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გააზრება და შესაბამისი თვითგანვითარება დასახული მიზნების მისაღწევად.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასწავლებლისთვის ყველაზე პრიორიტეტული მისიის შესრულებას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ცოტა არ იყოს, რთულია დაკონკრეტება, იგი დამოკიდებულია მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, თუმცა ყველას ვურჩევდი ჩვენი სამშობლოს ისტორიითა და ღვაწლმოსილი ადამიანების ბიოგრაფიებით დაიწყონ და პარალელურად უსმინონ ქართულ მუსიკას.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ოპტიმისტურ განწყობას დასახული მიზნების მისაღწევად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება