სიახლეები
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს სასკოლო საზოგადოების ერთიანობას და სწრაფვას დასახული მიზნის მისაღწევად“ - ირაკლი დამენია, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია წარმატებული ხელმძღვანელია. მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიური მხარდამჭერი სულით და გულით ემსახურება საყვარელ საქმეს. 

მისი თქმით, სკოლის წარმატება ნიშნავს ერთმუშტად შეკრულ სასკოლო საზოგადოებას და სწრაფვას სკოლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, სასკოლო საზოგადოების ერთიანობას და სწრაფვას სკოლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- უმჯობესია, საკუთარ თავზე ცუდი მოისმინო, ვიდრე სხვაზე თქვა ცუდი. (გრიგოლ ღვთისმეტყველი)

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, გააზრებულად იმუშაონ საგამოცდო ტესტზე და დრო გაანაწილონ ოპტიმალურად.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მონდომება, ინტერესი, კრიტიკულად აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შეცდომების აღიარება და მიმტევებლობა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- პატივს სცემდე მოსწავლეებს, თანაუგრძნობდე ყველანაირ მომენტში და აგრძნობინებდე რომ მის გვერდით ხარ. ასწავლიდე სულით და გულით.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- უილიამ გოლდინგისბუზთა ბატონი“ - ავტორი საუბრობს თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას საერთო არაფერი აქვს უდანაშაულობასთან.

ჯენეტ უოლსი  – „შუშის  ციხესიმაგრე“ – ამ  წიგნში უოლსი მის ბავშვობაზე მოგვითხრობს,  მრავალსულიან და უჩვეულო  ოჯახზე, სადაც აღზრდის შოკისმომგვრელი მეთოდები იყო მიღებული. ჯენეტი მრავალი წლის განმავლობაში მალავდა თავის წარსულს.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- დასახული მიზნის მიღწევას უახლოეს პერიოდში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება