მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლას დირექტორი მალხაზ ნატარიძე წარმატებით უძღვება. სამართლიანი და მიზანსწრაფული ხელმძღვანელი მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. ახალგაზრდებსაც შრომისმოყვარეობას და მიზანდასახულობას ურჩევს, რაც მისი თქმით წარმატების საწინდარია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ზედა აჭყვას საჯარო სკოლას დირექტორი მალხაზ ნატარიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ პედაგოგებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ჩემი საყვარელი პედაგოგის დარიგება, ვყოფილიყავი ყოველთვის გულწრფელი და სამართლიანი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მეტ შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- რა თქმა უნდა, განათლება, ჰუმანურობა, ტოლერანტობა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის მოსმენასა და გაგებას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- უფრო მეტ წინგადადგმულ სწორ ნაბიჯებს, მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს