მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლას დირექტორი ზოია თიგიშვილი ღირსეულად უძღვება.
ის სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და მათთვის რჩევებსაც არასოდეს იშურებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლისთვის პროფესიონალი დირექტორის აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლას, სადაც მოსწავლეები სწავლობენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, რაც დამოკიდებულია კვალიფიციურ, პროფესიონალურ პედაგოგებზე.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება..
- ჩემი ლექტორის სიტყვები: იყავი მიზანდასახული, რისთვისაც აუცილებელია სწავლა, სწავლა და სწავლა (რომელიც დღესაც აქტუალურია).
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- სკოლის დამთავრებისას, მოსწავლეებს ვავსებინებ ტესტს, რომელიც აბიტურიენტისგან ტექსტის ბოლომდე წაკითხვასა და მის შესრულებას მოითხოვს. ასევე, დაკვირვებას აჩვევს.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ვალდებულებების გააზრება, რაც ცხოვრების სწორად წარმართვაში დაეხმარებათ.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლე - მომავლის იმედია. პანდორას ყუთის გახსნის შემდგომაც, ხომ იმედი დარჩა?!
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ნინო ხარატიშვილის ყველა წიგნს. კითხვისას, გმირის ცხოვრების გზას ითავისებ...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებით საზოგადოება ამაყობდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა