მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭია. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, როდესაც მშენებლობაზე უსაფრთოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, (ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება