მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება საიტზე - http://kids.org.ge/ და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ბოლო ექვსი თვის მანძილზე) რეგისტრირებული ბავშვები.
რეგისტრაციისთვის უნდა მიუთითოთ და აირჩიოთ: რაიონი; ბაღის დასახელება / ნომერი; ჯგუფი; ბავშვის პირადი №; ქართული ასოებით უნდა შეიყვანოთ: ბავშვის სახელი და გვარი; დედის პირადი ნომერი: დედის სახელი და გვარი; მამის პირადი ნომერი, მამის სახელი და გვარი; ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება