სიახლეები
სიახლეები

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ ისტორიის გამოცდის წერისას აბიტურიენტები და რა რჩევებს აძლევენ სპეციალისტები აპლიკანეტებს
14-07-2024
-
+


15 ივლისს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ისტორიის საგანში ჩააბარებენ. საგანი წელს  21 400-ზე მეტმა აპლიკანტმა აირჩია. საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები: 35 დახურული ტიპის დავალება; ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით); ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება; ისტორიული წყაროს ანალიზი.

გთავაზობთ ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:

აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. 

  • ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. 
რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:
  • ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“. გაითვალისწინეთ, ზოგადი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 
  • ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, ამგვარი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 
  • ხშირად აბიტურიენტები არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ დასმულ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, ამგვარ შემთხვევაში აბიტურიენტი ქულას/ქულებს კარგავს. 
  • ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია  და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის შეკითხვა. მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვის დაკონკრეტებულია, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს - პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის.  ანალოგიურად, როცა დავალების პირობაში გთხოვენ მსგავსი მოვლენის დასახელებას, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნე, ან გეოგრაფიული რეგიონი). 
  • გაითვალისწინეთ, რომ ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა იცოდეთ ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ გაეცნობით კლასგარეშე  ისტორიულ ლიტერატურას, ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ. 
ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

35 დახურული ტიპის დავალება  - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ - 35 ქულა;
ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) -  თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ - 6 ქულა; 
ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 5;
ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება)  - მაქსიმალური ქულაა 14.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 40 წუთი. 
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება