სიახლეები
სიახლეები

რევოლუციები, საეკლესიო კრებები და კარიკატურები საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებს არ უნდათ რომ გამოცდაზე მიუვიდეთ - რომელი თემები იციან აპლიკანტებმა
15-07-2024
-
+


აბიტურიენტები დღეს ეროვნულ გამოცდას ისტორიის საგანში აბარებენ და etaloni.ge - სთან წინასაგამოცდო განწყობაზეც საუბრობენ, იმასაც გევუბნებიან რომელი პერიოდები იციან ყველაზე კარგად და რომელი აშინებთ. რომელი დავალებები უმარტივდებათ და რომელია მათთვის ყველაზე რთულად დასაწერი.

„კარგი იქნება მეტი საკითხი იყოს საქართველოს ისტორიიდან. დახურული კითხვები ბევრია და ცოტა მეშინია მაგის, ყველაზე მეტად რუკა მემარტივება, კარგად გავაკეთებ. მაგრამ ილუსტრაციებს რამდენად ამოვიცნობ არ ვიცი, ალბათ ილუსტრაციის ანალიზი ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა, ანალიზის დროს უფრო თავისუფალი ხარ და არგუმენტირებულად წერ, დახურულ კითხვები ჩემთვის უფრო დამაბნეველია. შეიძლება მუშაობა წყაროთი დავიწყო და 35 ქულიან დავალებები ბოლოს გავაკეთო“.

„ძველი ისტორიიდან ასურეთის და სპარსეთის პერიოდი კარგია, გამიხარდება ამ ხანიდან თუ შემხვდება, არ მინდა შემხვდეს პელეპონრსის ომი და რელიგიური ომები. ცოტას რევოლუციებიც მაშინებს“.

„ინგლისის და საფრანგეთის რევოლუციები არ მინდა რომ შემხვდეს, ვრცელი და რთული თემებია. ძველ საბერძნეთს ვისურვებდი, ძალიან კარგად მაქვს დამუშავებული. წელს ტესტებში ცვლილებები შევიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე უკეთესია. დახურული კითხვებია და უკეთ გავცემ პასუხს, მართალია, ამასაც აქვს თავისი სირთულეები, ორაზროვანი პასუხებია, თუმცა ჩემთვის ამ ტიპის დავალებები უფრო მემარტივება. ზოგადად, ყველაზე საინტერესო რუკაა, ყოველთვის ინტერესით და მაქსიმალურ ქულაზე ვაკეთებ“.

„ჩემთვის ეს ბოლო გამოცდაა, ამიტომ თან თითქოს თავისუფლად ვარ და თან ვღელავ. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი კარიკატურის დავალება შეიძლება აღმოჩნდეს, არ ვიცი, ვნახოთ, რა იქნება. სხვებთან შედარებით, საქართველოს ისტორია უკეთ ვიცი, ამიტომ მინდა, რომ უფრო მეტი კითხვა და საკითხი აქედან იყოს. ევროპის შუასაუკუნეებიდან რომ იყოს ბევრი კითხვა, ეგ არ მინდა. ღია კითხვებზე არ ვნერვიულობ, რამეს დავწერ.

„მთელი წელი ვემზადებოდი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს დამაბნეველი. ალბათ, ის დავალება, სადაც წყაროებია მოყვანილი. მგონია, რომ ერთქულიანებს კარგად ვუპასუხებ თუ ძალიან გართულებული არ იქნება. ერთადერთი, რაც დიდად არ მინდა, რომ შემხვდეს, ბერძენ-სპარსელთა ომებია და ძველი ეგვიპტის ისტორია“.

„მგონი, ყველაფერს კარგად დავწერ. ჯერჯერობით, კარგი გამწყობა მაქვს, მთავარია, გამოცდაზე რა მოვა. უფრო მეტად ილუსტრაციის დავალებაზე ვფიქრობ, არ მინდა, რამე შემეშალოს. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კითხვა მსოფლიო ომებთან დაკავშირებით იყოს, რადგან ძალიან კარგად მაქვს ნასწავლი. ძველი რომის ისტორიაც არ მინდა რომ მოვიდეს“.

„გეოგრაფიული აღმოჩენები ჩემი საყვარელი საკითხია, ჯვაროსნები თუ შემხვდება ესეც ძალიან გამიხარდება. საეკლესიო კრებები ცოტა მაშინებს, ასევე რევოლუციები. პირველი და მეორე მსოფლიო ომები კარგად მაქვს ნასწავლი, მაგრამ ვრცელი თემებია და იმედია ყველაფერი კარგად მახსოვს. ცივი ომიც მაშინებს, მაგარამ დიდი იმედი მაქვს კარგი დავალებები მოვა და არ იქნება დამაბნეველი. თარიღები ჩემი სუსტი წერტილია, მეშინია ფაქტობრივი შეცდომები არ დავუშვა და ომები არ ამერიოს ერთმანეთში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება