სიახლეები
პიროვნება

„თუ სკოლა აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს, მაშინ ეს მის წარმატებაზე მეტყველებს“- მაყვალა გელაშვილი, მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი
15-07-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლას დირექტორი მაყვალა გელაშვილი წარმატებით უძღვება. აღნიშნავს, რომ წარმატება შრომით მიიღწევა, სკოლის სტრატეგიული მიზნისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებს. მოსწავლეებს აძლევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მოწოდებულია ერუდირებული და ღირსეული მოქალაქეები აღზარდოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი პასუხობს. 

 - სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ყველა სკოლას განსხვავებულ პირობებში, განსხვავებული რესურსთ და ინფრასტრუქტურით გვიწევს საქმიანობა, ამიტომ ერთნაირად წარმატებული ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ სკოლა აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს, მაშინ ეს მის წარმატებაზე მეტყველებს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- კონკრეტული საქმიანობისას ყოველთვის მახსენდება ბრძნული გამონათქვამები, რომელიც მრავალჯერ ნანახის, განცდილის და მიღებული შედეგის შემდეგ თქვეს ბრძენმა ადამიანებმა და თაობიდან თაობას გადაეცემა. მთავარია სიტუაციის შესაბამისად გამოიყენო „მუჭაანახევარას“ რომ არ დაემსგავსო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აირჩიონ საკუთარ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებული პროფესია, მხოლოდ ბარიერის გადალახვაძე ნუ იფიქრებენ, იფიქრონ რომ მათ წინ ცხოვრებისეული რთული გამოცდები აქვთ გადასალახი და მომზადებული შეხვდნენ სირთულეებს, რაც შრომით მიიღწევა.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მისცე მოსწავლეს შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- წაიკითხონ ყველაფერი რაც მათ ინტერესებშია, მოუსმინონ შემფასებელს და წინააღმდეგობის შემთხვევაში არგუმენტებით ედაონ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- არ დავკარგო ხალხის ნდობა და პატივისცემა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება