მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეები ხალხური ცეკვისა და სიმღერის მინი ფესტივალს შეუერთდნენ.
ხალხური ცეკვისა და სიმღერის მინი ფესტივალი ქალაქ ნინოწმინდაში 11 ივნისს ჩატარდა ინიციატივის - „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ ორგანიზებით, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ მინი-გრანტების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) „როენეს ფონდთან“ თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ქალაქ ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის, დიდი ხანჩალისა და როდიონოვკის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მონაწილეებმა წარადგინეს ქართული და სომხური ცეკვები, სიმღერები და ფლეშმობი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ DEP ⋮ -ის დამფუძნებლები და ინიციატივის მხარდამჭერები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა