მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით დღეს ორივე სესიაზე ჯამში 9 აპლიკანტმა დაიგვიანა.
აღსანიშნავია, რომ დრეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები - გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდებს.
„საგამოცდო ცენტრებში სულ გამოცხადდა 91%-მდე აბიტურიენტი. რაც შეეხება გეოგრაფიას, გამოცდაზე 89%-ზე მეტი აპლიკანტი მივიდა, ხოლო ბიოლოგიაზე - 83%-მდე გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაგვიანების 9 შემთხვევაა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს საგამოცდო ცენტრში მისვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოეთიშება პროცესს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 16 ივლისს ისტორიისა და ქიმიის გამოცდებით გაგრძელდება, ხოლო მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებს ჩააბარებენ“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება