სიახლეები
სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?
28-07-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, აბიტურიენტებმა უკვე ყველა გამოცდა დაწერეს, გამოქვეყნდა გამოყენებული ტესტებიც. ახლა კი თითოეული მათგანი ქულებს ელოდება. 

როგორც ყოველთვის, ახლაც აქტუალურია საკითხი, თუ რომელი ვარიანტები გამოცხადეება ე.წ. რთულ ვარიანტად. აპლიკანტებისა და მათი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად. ამაზე პასუხის პოვნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზეა შესაძლებელი. 

ტესტის სირთულე სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. მაგალითად: ტესტის საშუალო სირთულე არის ტესტის საშუალო ქულა გაყოფილი ტესტის მაქსიმალურ ქულაზე და გამრავლებული 100%-ზე, ანუ ტესტის საშუალო სირთულე აჩვენებს - მაქსიმალური ქულის რამდენ პროცენტს იღებენ საშუალოდ აბიტურიენტები. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის ის ვარიანტია უფრო რთული, რომელშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების უფრო დიდმა პროცენტმა ვერ გადალახა, ან შეიძლება ტესტის ის ვარიანტი ჩავთვალოთ რთულად, რომელშიც მაღალი ქულები (მაგალითად 60 ქულაზე მეტი) მიიღო აბიტურიენტების ყველაზე მცირე პროცენტულმა რაოდენობამ.

გარდა ამისა, როოგრც naec-ის გავრცელებულ განმარტებაში ვკითხულობთ, შეიძლება ტესტის ერთი ვარიანტი მეორეზე ყველა კომპონენტის მიხედვით არ იყოს უფრო რთული. მაგალითად, შეიძლება ტესტის ერთი ვარიანტი საშუალოდ მეორე ვარიანტზე უფრო მარტივი იყოს (ანუ მისი საშუალო სირთულე მეტი იყოს ტესტის მეორე ვარიანტის საშუალო სირთულეზე), მაგრამ პირველ ვარიანტში აბიტურიენტების უფრო დიდი რაოდენობა ჩაიჭრას ვიდრე მეორეში, ან ნაკლებმა პროცენტმა მიიღოს მაღალი ქულები. ჩვენ ვიტყვით, რომ ტესტის ერთი ვარიანტი უფრო რთულია მეორეზე რომელიმე კონკრეტული ქულის დიაპაზონში, თუ ამ ქულის პროცენტული რანგი პირველ ვარიანტში ნაკლებია მეორე ვარიანტში ამ ქულის პროცენტულ რანგზე. როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება ერთი ქულის დიაპაზონში ერთი ვარიანტი იყოს უფრო რთული და სხვა ქულის დიაპაზონში - მეორე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება