მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, კურიკულუმის მიმართულებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტებისათვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა კურიკულუმის ავტორიზაციის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას ავტორიზაციის პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მეთოდოლოგიური დოკუმენტების/ინსტრუმენტების, შეფასების სისტემის გაცნობას და პრაქტიკული ქეისების განხილვას.
სამუშაო შეხვედრა ფოკუსირებული იყო ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაშის“ და სასკოლო მზაობის პროგრამა „თამაშის“ შეფასებაზე ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით.
შეხვედრის მესამე დღე დაეთმო საერთაშორისო კურიკულუმებისა და საგანმანათლებლო მიდგომების განხილვას. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა რეჯიო ემილიას, მარია მონტესორისა და ვალდორფის მეთოდოლოგიებზე.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდა პირისპირ და დისტანციური ფორმატით, რომლის დროსაც მონაწილეების აქტიური ჩართულობით გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.
აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება