სიახლეები
სკოლები

ტალავერის N1 საჯარო სკოლამ მასწავლებელთა კონფერენციას უმასპინძლა 
17-07-2024
-
+


არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. 

6 ივლისს, სკოლამ უმასპინძლა არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლების გამოცდილების გაზიარების კონფერენციას, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სკოლის ქართული ენის მენტორი მასწავლებელი ნინო ბერიანიძე.

კონფერენციაში 4 მუნიციპალიტეტის თერთმეტმა მასწავლებელმა წარადგინა მოხსენება სხვადასხვა საინტერესო თემაზე სამი მიმართულებით:

1. აკადემიური პროცესის მართვის და საგნის სწავლების გაუმჯობესება-გამრავალფეროვნების კონკრეტული გამოცდილებები გაკვეთილებზე სამოქალაქო თამაშების, დიფერენცირებული, ანიმაციების, სხვა სახალისო თამაშების, სქემების გამოყენებით.

2. თანამშრომლობითი კულტურის მხარდამჭერი აქტივობები კათედრის წევრებსა და სხვადასხვა კათედრებს შორის.

3. არაფორმალური განათლების დახმარებით, მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის კონკრეტული მაგალითები.

კონფერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა, გაიზიარეს საუკეთესო გამოცდილება და ახალი მიზნებიც დასახეს. 

„შეხვედრის დასასრულს, მონაწილეების მიერ გამოხატული დადებითი უკუკავშირი და დასახული გეგმები იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი სკოლა კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს მსგავს კონფერენციებსა თუ სამუშაო შეხვედრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება