სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მოტივაციას, რომელიც გაძლევს ძალას იყო შენივე თავის უკეთესი ვერსია“ - ციალა გაბუნია, ილემის საჯარო სკოლის დირექტორი 
17-07-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა გაბუნია მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე პიროვნებაა. „რასაც შეეჭიდები და გააკეთებ, ისე უნდა გააკეთო წუნი ვერავის აუღოს“ - გახლავთ დარიგება, რომლითაც ხელმძღვანელობს. მოსწავლეთა სიყვარული კი აძლევს მოტივაციას აკეთოს საკუთარი საქმე საუკეთესოდ. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა გაბუნია პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის თავდაუზოგავ და მუხლჩაუხრელ შრომას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- რასაც შეეჭიდები და გააკეთებ, ისე უნდა გააკეთო წუნი ვერავის აუღოს.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მაქსიმალურად გამოიყენონ დრო, ისწავლონ, რომ იყვნენ წარმატებული, პროფესიონალი კადრები შრომის ბაზარზე.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- პასუხისმგებლობის გრძნობა, განათლება და მოტივაცია.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მოტივაციას, რომელიც გაძლევს ძალას იყო შენივე თავის უკეთესი ვერსია.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ნებისმიერი წიგნი რაღაც ახალს გვასწავლის, თუნდაც მრავალჯერ გადაკითხული გვქონდეს, მაინც აღმოვაჩენთ რაიმე სიახლეს. რჩევით რაც შეიძლება მეტ კითხვას ვურჩევდი ასაკის შესაბამისად. ზაფხულში რაიმე უფრო მსუბუქი, სათავგადასავლო მოთხრობების, რომანების კითხვას ვურჩევდი პუბერტატის ასაკის ახალგაზრდებს.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უფლის წყალობას და ჯანმრთელი, განათლებული ახალგაზრდების სიმრავლეს ერთიან დამოუკიდებელ საქართველოში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება