სიახლეები
სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს
17-07-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, ქუთაისი ფიზიკაში ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) მასპინძლობს. ოლიმპიადა 15 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიხსნა. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი ალექსანდრე თევზაძე, EuPhO-ის პრეზიდენტი იან კალდა, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეები მაგდა მაღრაძე და დავით ნიშნიანიძე, EuPhO 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი გენადი მარგველაშვილი, ოლიმპიადის სამეცნიერო და აკადემიური კომიტეტების წევრები, კონკურსანტები  და მოწვეული სტუმრები.

წლევანდელი ოლიმპიადა აერთიანებს 55 ქვეყნის 400-ზე მეტ წარმომადგენელს. კონკურსანტები და მათი ლიდერები ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში და იასპარეზებენ ფიზიკის ოლიმპიადაზე. ასევე, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიება. ოლიმპიადის გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდებიან. 

ევროპის ოლიმპიადა ფიზიკაში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რომელიც 8 წლის წინ ესტონეთში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ოლიმპიადამ არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა. 

აღნიშნულ ოლიმპიადაზე სამინისტროს დაფინანსებით, ექვსჯერ მონაწილეობდა საქართველოს გუნდი. ქართველ მოსწავლეებს  მოპოვებული აქვთ ოცდაორი მედალი, მათ შორის ორი ოქრო, თერთმეტი ვერცხლი და ცხრა ბრინჯაო. აქედან 2022 წელს რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე, 37 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც ოლიმპიადების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

EuPhO 2024-ის ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ოლიმპიადა იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანიები: „ციტადელი“,“ ვინსენტი“ და „ავერსი“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://eupho2024.kiu.edu.ge/


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება