მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საზაფხულო არდადეგებს მთელს მსოფლიოში, ყველა მოსწავლე სულმოუთმენლად ელის. თავდაპირველად სასკოლო არდადეგები დაწესდა იმისთვის, რომ მოსწავლეები სოფლის მეურნეობით დაკავებულიყვნენ, ემუშავათ ფერმაში და დახმარებოდნენ მშობლებს, თუმცა მოგვიანებით ეს იქცა ხანგრძლივი სასწავლო წლის შემდეგ დასასვენებელ პერიოდად.
დასვენება კი, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ვადით გრძელდება. აღსანიშნავია, ისეთი ქვეყნებში, როგორებიც იტალია და ესპანეთია, საზაფხულო არდადეგები ყველაზე ხანგრძლივად გრძელდება.
ესპანეთი
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ჩვეულებრივ, ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს. ესპანეთს უმეტეს ქვეყნებთან შედარებით უფრო გრძელი საზაფხულო არდადეგები აქვს, ძირითადად იმიტომ, რომ აღდგომის დღესასწაული უფრო ხანმოკლეა.
იტალია
იტალიაში კი, ბავშვებს ყველაზე მეტი დრო, 13 კვირა აქვთ დასვენებისთვის. ესპანეთის მსგავსად, სკოლები მთავრდება ივნისში და არ იწყება სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სარგებლობენ ზაფხულის სრული სამი თვით.
საფრანგეთი
საფრანგეთის საზაფხულო არდადეგები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში ფრანგული სკოლებს, როგორც წესი, 8 კვირა ისვენებენ, სწავლა სრულდება ივლისის ბოლოს და მოსწავლეები სკოლაში სექტემბრის პირველ კვირას ბრუნდებიან.
გერმანია
გერმანიაში საზაფხულო არდადეგები მხოლოდ 6 კვირა გრძელდება.
ნორვეგია
ნორვეგიაში, როგორც წესი, საზაფხულო არდადეგები 8 კვირას მოიცავს. მოსწავლეები სკოლას აგვისტოში უბრუნდებიან და ზაფხულის მხოლოდ ორ თვეს ისვენებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა