მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ღირსეულ მოქალაქეებად იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები მათ კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან, მაგალითს კი თავად აძლევენ.
მარაბდის საჯარო სკოლას ტრადიციად აქვს ქცეული, ყოველ წელს მოაწყოს გასვლითი საქველმოქმედო ღონისძიება ბავშვთა სახლებში.
წელსაც, 27 ივნისს, ტრადიციისამებრ, სკოლის დირექტორის თამრიკო ფიჩხულაშვილის, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, სკოლის წარმომადგენლები ტკბილეულითა და საჩუქრებით ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდს - „მომავლის გზა“.
მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს. ფონდში სტუმრობის შემდეგ მათ დაათვალიერეს ბავშვების ნამუშევრები, მოინახულეს სოციალური საწარმოც და იქ შეძენილი ულამაზესი მწვანე მცენარეებით კმაყოფილები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
„წელს 16 პირველკლასელს ველოდებით, რაც ასევე ძალიან გვახარებს, ყველა თაობა უკეთესით და უკეთესით იცვლება“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ამამლოს საჯარო სკოლის დირექტორი მადონა უდესიანი პასუხობს
„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს ხედავდე მასში ცალკეულ პიროვნებას, ითვალისწინებდე მის გრძნობებს, ემოციებს“
ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას
ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა