სიახლეები
სიახლეები

გაიცანით აპლიკანტი, რომელიც გამოცდაზე ფეხშიშველა შევიდა - თამარი თავის ისტორიას გვიამბობს
18-07-2024
-
+


დღეს, გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ცენტრის ეზოში გოგონა გამოჩნდა, რომელიც სარეგისტრაციო სივრცისკენ ფეხშიშველა გარბოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ეს გახლავთ თამარ ოთანაძე, მაგისტრანტი.

მისი ფოტო etaloni.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა და რასაკვირველია, საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, თუ რატომ იყო გოგონა ფეხსაცმლის გარეშე - კონკიასავით.

გამოცდიდან უკვე წინდითა და ბახილებით გამოსულმა თამარმა etaloni.ge-სთან საზოგადოების კითვას უპასუხა და ისიც გაგვიმხილა, ახლა ფეხზე რაც მაცვია, ცენტრის თანამშრომლებმა მაჩუქესო. 

თამარ ოთანაძე ღამით მეგობართან დარჩენილა, ფეხსაცმელი გაურეცხავს, რაც „საბედისწერო“ აღმოჩნდა. სწორედ გამოცდაზე შესვლის წინ, ფეხსაცმელი გაწყდა, როგორც აპლიკანტი ამბობს, ნაწილებად დაიშალა; მაგრამ გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა.

„გუშინ საღამოს მეგობართან დავრჩი, სახლში წასვლა ვერ მოვახერხე. თან მქონდა მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც გავრეცხე და თურმე, გაფუჭებულა. დილით ჩავიცვი და საგამოცდო ცენტრთან რომ მოვედი, მაშინ მივხვდი, რომ გამძვრა და ნაწილებად დაიშალა. მომიწია, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩამეყარა და ასე დავრჩი ფეხშიშველი“,- ღიმილით გვიამბობს თამარი, რომლის ისტორიაც ამით არ დასრულებულა, გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი ბახილების საშუალებით ამოვიცანით. თურმე, მისი მდგომარეობა საგამოცდო ცენტრის თანამშრომელმა მაშინ შენიშნა, როდესაც ჩანთას აბარებდა და წინდები აჩუქა.

„ნასკები“ ცენტრის თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა. ძალიან საყვარელი ადამიანები არიან, ბახილებიც მომცეს და ნერვული ფონი მაქსიმალურად შემიმსუბუქეს. სამაგისტრო გამოცდა ვწერე და კმაყოფილი ვარ”,- თქვა თამარ ოთანაძემ.

აღსანიშნავია, რომ ის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა და ალბათ, ეს ამბავი როგორც ჩვენ, მასაც ძალიან დიდხანს ემახსოვრება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფესტივალში მონაწილეობდა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები:  მარინა მამალაძე, ნინო ბერძენიშვილი და ნანა ჩხიკვაძე 

მასწავლებლებს ვადა 3 ოქტომბრამდე აქვთ - ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რამდენ წუთს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად


სკოლამდელი განათლების  დარგობრივი მახასიათებელის პროექტი 4 ოქტომბერს საჯაროდ განიხილება - დეტალები

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო 

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის 

ლაცორიის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო 

ბავშვები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბოლოოდ შეთანხმდნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალებების გამოყენებაზე

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება