მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე მოწოდებულია ქვეყანას ბევრი წარმატებული მოსწავლე აღუზარდოს. აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი, რასაც პედაგოგმა შეიძლება მიაღწიოს მოსწავლეთა სიყვარულია. მომავალი თაობის სიყვარულით გულანთებული კი საყვარელ საქმეს ღირსეულად ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ბევრი წარმატებული მოსწავლის აღზრდას, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს რეალიზებას სოციუმში.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „არასოდეს, არავისი, არაფერი არ შეგშურდეს და იქნები წარმატებული“ - კახი კავსაძე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, თავდაჯერებული შევიდნენ გამოცდაზე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ციფრული ტექნოლოგიები.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასწავლებლის დიდ მონაპოვარს და სასკოლო მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- უფლის წყალობას და წარმატებას ახალ გადადგმულ ნაბიჯზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ