სიახლეები
სიახლეები

„რეპეტიტორი ვარ და სკოლაში დასაქმებას ვაპირებ; სპეციალისტისთვის გამოცდა რთული არ არის“ - ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები დეტალებზე 
22-07-2024
-
+


დღეს, 22 ივლისს მასწავლებლები უცხოურ ენებში საუბრის ნაწილს აბარებენ. როგორც ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან აღნიშნავენ, საკითხები საშუალო სირთულის იყო, თუმცა დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ, რადგან გაფრთხილებულები არიან საკითხებზე არ ისაუბრონ:

დინარა ჩხაიძე: „გერმანული ენის გამოცდაზე ვიყავი... წელს პირველად გავედი და საკმაოდ მარტივი იყო, საკითხებს ვერ გავამხელ, გამაფრთხილეს, რომ არ შეიძლება საუბარი. თუმცა ვინც იცის ენა და მეტიც, პედაგოგობაზე აქვს პრეტენზია, იმისთვის რთული ნამდვილად არ იქნებოდა. მასწავლებლობას ვაპირებ, დიდი სურვილი მაქვს სკოლაში დასაქმების, ახლა სტუდენტებს ვასწავლი გერმანულს და მიხარია, რომ ამ საგნისადმი ინტერესი იზრდება. სკოლაში არჩევითი საგანია, ჩემმა შვილმა და ბევრმა მისმა კლასელმა აირჩია ეს ენა. საგნის სპეციფიკას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მუსირებს აზრი, თითქოს ძალიან რთულია გერმანული, 6-7 წლის ბავშვიც ამყოლია ბოლომდე და არ ყოფილა შემთხვევა, ვერ გაეგო რომელიმე საკითხი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანულ ენასთან მუშაობა შრომატევადია და შესაძლოა ეს აშინებთ ბავშვებს“.

„პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ.  ვფიქრობ, გამოცდა ძალიან რთული არ ყოფილა...“ 

თამარ ოსიაშვილი: „მოქმედი პედაგოგი არ გახლავარ, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, საჯარო სკოლაში დავსაქმდე. ჯერჯერობით არ მიცდია და არ ვიცი, რა, როგორ ხდება, თუმცა თუ საჯაროში ვერა, კერძოში მაინც დავიწყებ მუშაობას. ამის დიდი იმედი მაქვს. ინგლისური ენის ცოდნა 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია. ამიტომ, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება