სიახლეები
სიახლეები

„უცხოეთიდან საქართველოში დავბრუნდი და მშობლიურ მაღალმთიან სოფელში მსურს მასწავლებლობა“
22-07-2024
-
+


მასწავლებლების გამოცდები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, 22 ივლისს კი პედაგოგებმა უცხოურ ენებში საუბრის ნაწილი ჩააბარეს. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ და ტესტის სირთულესაც ნაკლებად უჩიოდნენ. 

ტესტირებიდან გამოსული ერთ-ერთი ასეთი აპლიკანტი გახლდათ, მასწავლებლობის მსურველი და ორი პროფესიის(ტურიზმი და ჟურნალისტიკა) მქონე ქალბატონი დარიკო ციხიშვილი.

იგი მაღალმთიანი სოფლიდანაა - საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უცხოეთში გაატარა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა ახალ, მისთვის საყვარელ პროფესიაში ეცადა ბედი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სურს, რომ მშობლიურ მაღალმთიან სოფელში დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. საკუთარი თავის ძიებაში მყოფი იმასაც გვიმხელს, რომ  მასწავლებლობა ის პროფესიაა, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.

მან, ასევე გამოცდის სირთულეზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ დაუძლეველი არაფერი ყოფილა. 

„არ ვარ მოქმედი მასწავლებელი. პირველია ეს გამოცდები ჩემთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმიტომ, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღე. საშუალო სირთულის გამოცდა იყო, მე პირადად ინგლისურ ენას ვაბარებდი. საშუალოდ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, შემდეგში, როცა მომიწევს გასვლა, უფრო მომზადებული ვიქნები. წერით ნაწილთან შედარებით სასაუბრო და მოსმენის დავალება უფრო გამიმარტივდა. მე მაღალმთიანი სოფლიდან ვარ და მინდა, იქ დავსაქმდე, სადაც ჩემი სკოლაა.

დიდი ხანია, საქართველოში არ ვყოფილვარ, არ ვცხოვრობდი აქ და ზუსტად არ ვიცი, დასაქმების მხრივ რა ხდება. თუმცა, ვფიქრობ ეს ახალი პროფესია ავითვისო. თუ გამოცდას კარგად ჩავაბარებ, დიდი სურვილი მაქვს, ამ პროფესიით გავაგრძელო საქმიანობა. მნიშვნელოვანია უცხოური ენების მაღალ დონეზე სწავლა, როგორც აღვნიშნე ემიგრაციაში ვიყავი და სკოლაში ამ მხრივ როგორი სიტუაციაა არ ვიცი. ჩემს პირად გამოცდილებაზე რომ გესაუბროთ, უცხო ენები ავითვისე საზღვარგარეთ მოგზაურობით. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას - ტურიზმზე ვსწავლობდი, შემდეგ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, ახლა მასწავლებლობას ვირჩევ. ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა ეს სფერო. მომწონდა ასევე ბავშვებთან ურთიერთობა. სხვებიც ხშირად მეუბნებოდნენ, რომ კარგად გამომდიოდა ახსნა და ბავშვებთან კომუნიკაცია. ვფიქრობ, ეს ჩემი საბოლოო პროფესია იქნება. მგონია, საბოლოოდ ვიპოვი თავს“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება