მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და შესაძლებლობების წარმოჩენას, ისე მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნავდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და დღესასწაულს.
მათ შორის აღსანიშნავია, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ბუნების გამოღვიძება, დედამიწის გამოცოცხლება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მოსწავლეებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია მურჯიკნელმა და ბავშვები დაასაჩუქრა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სპმთპ-ს დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გულითადი მადლობა გადაუხადეს.
„სკოლის დირექცია და თანამშრომლები დიდ მადლობას მოგახსენებთ სპმთპ-ის დმანისის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს - მაია მურჯიკნელს ნოვრუზ ბაირამის მოლოცვისათვის და საჩუქრებისთვის. გმადლობთ, რომ ყოველთვის გახსოვართ და გვაფასებთ“,- მიმართეს მაია მურჯიკნელს და მოსწავლეთა გახარებისთვის მადლიერება გამოხატეს.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება