სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა თვისებები აქვთ ექსპერტ მასწავლებლებს - კვლევა 
24-08-2024
-
+


რა აერთიანებთ მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარ დარგში ექსპერტებად ითვლებიან? შესაძლებელია თუ არა იმ პროფესიული თვისებების, პიროვნული მახასიათებლების, ცოდნისა და უნარების იდენტიფიცირება, რაც მათ უმეტესობას აქვს?

აღნიშნულ თემას დიდი ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის დოცენტმა ჯეისონ ანდერსონმა და მისმა კოლეგამ იზმირის ეკონომიკური უნივერსიტეტიდან (თურქეთი) გიულდენ ტანერმა მეტაკვლევა მიუძღვნეს. 

როგორ მიმდინარეობდა კვლევა?

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეედარებინათ ემპირიული კვლევების შედეგები, რომლებშიც შესწავლილი იყო ექსპერტი მასწავლებლების გამორჩეული თვისებები - ცოდნა, შემეცნებითი შესაძლებლობები და რწმენა-წარმოდგენები, პიროვნული მახასიათებლები და პრაქტიკა, რომელსაც სწავლებისას მიმართავდნენ. 

ანდერსენმა და ტანერმა ექსპერტი მასწავლებლის პორტრეტის დასახატად, დასაწყისისთვის, შეაგროვეს ყველა სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც საუბარი იყო ექსპერტ მასწავლებლებზე, იმის მიუხედავად, თუ რა კრიტერიუმები გამოიყენეს კვლევისას ავტორებმა.

შემდეგ მკვლევარებმა ჩაატარეს გადარჩევის რამდენიმე ეტაპი (მაგალითად, მათ გაცხრილეს ის ნაშრომები, რომლებშიც გამოიკვლიეს ხუთ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მოზრდილებს) და შედეგად შეჩერდნენ 106 ნაშრომზე. სულ აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 1124 ადამიანი - დაწყებითი სკოლების და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

შემდეგ კი, ექსპერტი მასწავლებლის კონკრეტული მახასიათებლების გასარკვევად, ანდერსონმა და ტანერმა გააანალიზეს ამ სამეცნიერო ნაშრომების შედეგები.

მეცნიერებმა კვლევის მონაწილეთა მახასიათებლები ექვს ჯგუფად დაანაწილეს. 

ცოდნა 

შედეგები საკმაოდ მოსალოდნელი აღმოჩნდა. ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები, როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებაში. ისინი ღრმად არიან ჩახედულნი თავიანთ საგნობრივ სფეროში, მაგრამ ასევე აქვთ კომპლექსური ცოდნა სხვადასხვა თემაზე და სამეცნიერო სფეროებში. 

კოგნიტური უნარები 

ექსპერტი მასწავლებელი ყურადღებიანია ყველაფრის მიმართ რაც კლასში ხდება - როგორ იქცევიან მოსწავლეები, როგორია მათი პროგრესი, სჭირდება თუ არა რომელიმეს მხარდაჭერა. ხშირად, მათ შეუძლიათ შესაძლო სირთულეების პროგნოზირება და მათი აღკვეთა. გარდა ამისა, ისინი ფლობენ კოგნიტურ სტრატეგიებს და მეთოდებს, რაც ეხმარებათ სასწავლო პროცესის მართვაში, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირებასა და აწონილი გადაწყვეტილებების მიღებაში არასტანდარტულ სიტუაციებშიც კი. 

რწმენა 

ექსპერტ პედაგოგებს სჯერათ, რომ მოსწავლეებთან კარგი დამოკიდებულება - წარმატების გარანტია. ისინი თითოეულ ბავშვს აღიქვამენ პიროვნებად, რომელსაც საკუთარი ინტერესები, მოთხოვნები და უნიკალური გამოცდილება აქვს. ასეთი მასწავლებლებისთვის დამახასიათებელია მოსწავლეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა - ისინი აცნობიერებენ საკუთარ მნიშვნელოვან როლს მათი აღზრდისა და განვითარების საქმეში. 

რაც საინტერესოა, ბევრი ასეთი პედაგოგის შეხედულება ჯდება კონსტრუქტივიზმის კონცეფციაში, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის არა უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ შესაძლებლობის მიცემა თავად, დამოუკიდებლად, დააშენოს ცოდნა. ასევე ექსპერტ მასწავლებლებს აერთიანებთ მოსწავლეთა შედეგებისადმი მაღალი მოთხოვნები და მყარი რწმენა, რომ მათ შეუძლიათ ამის მიღწევა. 

პიროვნული თვისებები

პიროვნულ მახასიათებლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი - პროფესიის სიყვარული, თავდაჯერებულობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში და ასევე გულწრფელი ზრუნვა მოსწავლეებზე. ასეთ მასწავლებლებს არც თუ იშვიათად ახასიათებთ პროფესიული ამბიციები და მაღალი მოტივაცია, შეუპოვრობა და საკუთარი ქცევისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის მართვის უნარი.

უნივერსალური კომპეტენციები 

რეფლექსია და სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ - ეს თვისებები ახასიათებთ ექსპერტ მასწავლებელთა უმეტესობას. ასევე ისინი დიდ დროს უთმობენ სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობას - ეხმარებიან კოლეგებს, აქტიურად აზიარებენ იდეებს და გამოცდილებას. ისინი არიან შრომისმოყვარენი და საკუთარი საქმის ერთგულნი. 

პედაგოგიური პრაქტიკა 

ექსპერტი მასწავლებლები ყურადღებით უდგებიან გაკვეთილების დაგეგმვას, სასწავლო მასალებისა და სხვადასხვა აქტივობის სტრუქტურასა და ურთიერთკავშირს. ამასთან, არიან მოქნილნი და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად არიან კორექტივები შეიტანონ. არც თუ იშვიათად სახელმძღვანელოებს ადაპტირებას უკეთებენ და საკუთარი შენიშვნებით ამდიდრებენ.

ექსპერტი მასწავლებელი მნიშვნელოვან ამოცანას ხედავს, იმაში რომ სასწავლო პროცესში ჩართოს და დააინეტრესოს მოსწავლეები, ამისთვის კი არასტანდარტულ მეთოდებსა და იუმორს მიმართავს. 

ასეთი მასწავლებლები ყურადღებას აქცევენ მოქნილი (Soft Skills) და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ისინი ასევე ხშირად იყენებენ ევრისტიკულ (ნაწილობრივი ძიების) მეთოდებს და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება