მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს მასწავლებლებისთვის ბუნებისმეტყველების, მათემატიკისა და ქართულის (დაწყებითი საფეხური) გამოცდები ჩატარდა. ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს.
ირმა საღინაძე: „მოქმედი მასწავლებელი ვარ და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გავედი... ტესტის სირთულეს რაც შეეხება, ნამდვილად არ იყო რთული. ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა. ასევე, ვცდილობდი პასუხები სწორად გადამეტანა და რამე არ შემშლოდა. მიუხედავად გამოცდილებისა, ადამიანმა შეიძლება სადმე მაინც დაუშვა შეცდომა“.
VII-XII კლასებს ვასწავლი და მინდა გითხრათ, ეს ძალიან საყურადღებო ასაკია, რთული; ამიტომ ვცდილობ, ბავშვებთან საერთო ენა გამოვნახო. გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალიზმი - უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი პიროვნებები არიან. ყველასთან განსხვავებული მიდგომა უნდა გამოიყენო, რათა შედეგზე გახვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაინტერესება, „ანკესზე წამოგება“. ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდო, რომ ინტერესი გაუჩნდეს. მოკლედ საგნით დაინტერესება, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა და შემდგომ ბავშვის უნარების განვითარება - ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და თანმიმდევრულად შესასრულებელია. ასევე გააჩნია ბავშვსაც, ზოგს მეტი დრო სჭირდება შედეგისთვის, ზოგს - ნაკლები. მიხარია, რომ ჩემი საგნის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ ბავშვებს და ვცდილობ, ეს ინტერესი არ განელდეს. მოტივაციაც აქვთ, საკუთარი სხეულია და აინტერესებთ რა ხდება მათ ორგანიზმში, რასაც გარედან ვერ ხედავენ. ეს კი ჩემთვის ერთგვარი „კოზირია“, რომ მათ ავუხსნა და ვუთხრა ის, რისი გაგებაც სურთ“.
„ქართულის გამოცდაზე ვიყავი, არ იყო რთული. ლექსი იყო, ანალიტიკური ნაწილი ძალიან არ მერთულა. ამის დაწერა ყველამ უნდა შეძლოს. მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლა იყო ძირითადი საკითხები. ძალიან კმაყოფილი ვარ. მოქმედი პედაგოგი ვარ და კომბინირებულიც ჩაბარებული მაქვს“.
„ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გავედი, ბუნების მასწავლებელი ვარ... I-VI კლასებს ვასწავლი. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები საინტერესო გაკვეთილებით დავაინტერესო. მათგანაც ვამჩნევ ინტერესს და მონდომებას. კარგი მასწავლებლობა არა მხოლოდ საგნის ცოდნას გულისხმობს, არამედ ბავშვის დაინტერესებას. სიმართლე, რომ გითხრათ არ იყო რთული გამოცდა - 5 ქულით თუ შევაფასებთ, სირთულის თვალსაზრისით, 3 ქულას დავუწერდი. არ იყო პირველი გამოცდა ჩემთვის და არ მინერვიულია. კარგის მოლოდინი მაქვს“.
ქეთევან ბიწაძე: „ბუნებისმეტყველების გამოცდაზე ვიყავი და ვფიქრობ, რომ არც ისე რთული იყო. თემა წიგნიერებას ეხებოდა - მეთოდები, სტრატეგიები და მიდგომები რომ შეიცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევებში მაინც დაბალი შედეგები გვაქვს; უნდა აგვეხსნა, რა გამოსავალს ვხედავდით და როგორ გადავჭრიდით პრობლემას. მე დავწერე, რომ უფრო მეტი უნდა იყოს ისეთი პროექტი, სადაც ბავშვების ინტერესი გათვალისწინებული იქნება... ტესტური დავალებები კი ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვდა. მოქმედი მასწავლებელი ვარ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება