TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

გაიცანით ნიკოლოზ ღუბელაძე - KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების წარმატებული კურსდამთავრებული
23-06-2024
-
+


ნიკოლოზ ღუბელაძე, KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების წარმატებული კურსდამთავრებული და ტრენერია. მას სტუდენტობიდან აინტერესებდა IT ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება. იორიოდე წლის წინ მუშაობა ერთ-ერთი კომპანიაში დაიწყო, ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად, თუმცა მისი დიდი სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ცოდნა მიეღო ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით და კიდევ უფრო გაზრდილიყო, როგორც პროფესიონალი.

„ჩემი საქმიანობა კიბერუსაფრთხოებაში დაიწყო 2022 წელს, როდესაც მუშაობა დავიწყე კომპანია Neutrino ში, ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად. გასულ წელს კი სრულიად მოულოდნელად გავიგე KIU-სა და USAID-ის პროგრამის შესახებ, რამაც საკმაოდ მომხიბლა და სიამოვნებითაც ჩავერთე“, - იხსენებს ნიკოლოზი, - „KIU-ში ეთიკური ჰაკერის კურსის გავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა ტრენერად ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რა დროსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის განვითარებას სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ვცდილობდი კიდევ მეტი ახალი ცოდნა მიმეღო, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, გამოვიყენე KIU-ს უნიკალური შანსი და გავაგრძელე სწავლა კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებზეც“.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკერის კურსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, მეტად შეესწავლა სფერო და მოგვიანებით, USAID-ის სხვა პროექტშიც advanced cybersecurity SOC analyst-ში ჩაერთო. 

ტრენინგებზე მიღებული ცოდნის მიღების შემდეგ ახალ სამსახურშიც გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და საქართველოს ბანკში აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე დასაქმდა.

მუშაობის პარალეურად, ნიჭიერი ახალგაზრდა არ წყვეტდა განათლებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას და KIU-ში ეთიკური ჰაკინგის კურსის დასრულების შემდგომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტის პოზიციაზე შეირჩა.

„გასულ წელს დავიწყე მუშაობა KIU-ში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტად, რამაც სრულიად ახალი გამოცდილება შემმატა და მომცა შესაძლებლობა, რომ გამევლო კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებიც და ამასთან ერთად, დავხმარებოდი ახალ მსმენელებს, მეტი გაეგოთ კიბერის შესახებ", - ამბობს ნიკოლოზი.

დღეს ნიკოლოზი უკვე სხვა სტუდენტებსა და კურსის მსმენელებს უზიარებს ცოდნას და საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეიძლება მიიღო მოკლე დროში შესაბამისი ცოდნა, ისწავლო, არ დაიშურო ძალისხმევა და დასაქმდე იმ სფეროში რაც მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.

პროგრამის ფარგლებში 320-მა მონაწილემ მიიღო და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება