მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა იუბილარია. წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი სამაგალითოდ ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდის საქმეს, სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს და მნიშვნელოვანი წვილი შეაქვს მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებაში. სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ მის ღვაწლს და ბატონი თენგიზ გულორდავას წარმატებული საქმიანობის შესახებ გვიყვებიან.
„მნიშვნელოვანია იმ წარმატებული საქმეების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და გაზიარება, რასაც ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ახორცილებს სასკოლო საზოგადოებისთვის. დღეს, ბატონი თენგიზ გულორდავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი არა მარტო ისან-სამგორის რაიონში, არამედ თბილისის მასშტაბით უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, თავისი მოღვაწეობითა და სულისკვეთებით, რომელსაც შეუსვენებლად დებს იმ კედლებში, რომელშიც ყალიბდება საქართველოს აწმყო და მომავალი.
თავისი ხელმძღვანელობის წლებში 300-მოსწავლიანი სკოლა დღეს უკვე 1800-ზე მეტ მოსწავლეს უღებს თავის კარს. ბატონი თენგიზი საზაფხულო შვებულებებსაც სკოლის კედლებში ატარებს და მუდმივი ფიქრისა და შრომის შედეგია ყველა ის სიკეთე, რაც ამ სკოლის კედლებში ტრიალებს:
სკოლის დირექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია დირექტორის გავლენა მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებასა და მოსწავლეთა შედეგებზე. სკოლის დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და სკოლის განვითარება მისი და კარგი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია. ასმეექვსე სკოლა კი ამის კარგი მაგალითია.
სკოლის ლიდერის, ბატონი თენგიზ გულორდავას ქმედებები საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ის ყოვლედღიურად ცდილობს სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე -
• ბავშვის კეთილდღეობაზე;
• სწავლა-სწავლების ხარისხსა და
• მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.
ამ სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის წარმატებით განვითარებას კი იმით ახერხებს, რომ სკოლის ყველა თანამშრომელს საერთო იდეების გარშემო აერთიანებს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.
ის, რომ ბატონ თენგიზს გააზრებული აქვს სკოლის ლიდერის მნიშვნელობა და როლი სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაში; მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტით; მუდმივად ზრუნავს სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ამას ადასტურებს სასკოლო თემის მაღალი მოტივაცია და კმაყოფილება“,- გვეუბნებიან სკოლაში და დირექტორს დაბადების დღეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ.
„მუდამ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ თენგიზ გულორდავას იმ დიად საქმეში, რომელშიც ასე გულიანად არის ჩაფლული. ხანგრძლივი სიცოცხლე და უამრავი ბედნიერი დღე როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლში.
etaloni.ge უერთდება მილოცვას და ბატონ თენგიზ გულორდავას უსურვებს კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობა აღეზარდოს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება