სიახლეები
სიახლეები

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე
26-07-2024
-
+


დღეს, 26 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 ფიზიკის ტესტირებით სრულდება. აპლიკანტები ნელ-ნელა ტოვებენ საგამოცდო სივრცეებს და რამდენიმე მათგანი etaloni.ge-ს უფრო ვრცლად ესაუბრა იმაზე, თუ რა საკითხები მოვიდა ფიზიკის გამოცდაზე:

„ფიზიკის ტესტი გართულებული იყო წინა წლებთან შედარებით. განსაკუთრებით, ღია კითხვები გამიჭირდა. მე-4 საგნად ავირჩიე ფიზიკა, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ გავართმევდი თავს და ვფიქრობ, ნორმალურ ქულას მივიღებ“.

„გაწონასწორებულ მასებზე, იმპულსებზე, მუხტებსა და მაგნიტიზმზე იყო საკითხები. დიდად არ გამიჭირდა, არ იყო ჩემთვის რთული. სამშენებლო ინჟინერიაზე ვაბარებ და მე-3 საგნად ჩავაბარე ფიზიკა. ზოგადად, ასე თუ ისე, ფიზიკა არაა მარტივი საგანი, მაგრამ მე მომწონს ეს საგანი. თუ იმუშავებ ბევრს და იმეცადინებ, ჩააბარებ, მით უმეტეს, როცა საგანი გაინტერესებს“.

„ჩემთვის არც ისე რთული იყო, კარგად სამუშაო ტესტია, მათემატიკა ჩავაბარე და ფიზიკა მეოთხე საგნად ავირჩიე, რაც ვიცოდი, ყველაფერი დავწერე და კარგ ქულას ველოდები. მახსენდება ერთი დავალება, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს ეხებოდა, იმპულსებზეც იყო ასევე. ელექტროობის შესახებ იყო რამდენიმე დავალება. ამოცანების ამოხსნისას ნიუტონის კანონები გამოვიყენე, სხვა ფორმულებიც მახსოვდა, მეშინოდა, რომ საჭირო დროს საჭირო ფორმულა არ გამახსენდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველანაირი მღელვარება მომეხსნა ტესტზე მუშაობისას და გონებაში ყველა საჭირო ინფორმაცია ამომიტივტივდა“.

ელექტროობა იყო, ენერგიის შენახვის კანონი, ასევე გრაფიკებიც მოვიდა. სხვადასხვა ფორმულის გამოყენებას მოითხოვდა. არ ვიცი, საბოლოოდ მგონია, რომ კარგად დავწერე. მე-4 საგნად ავირჩიე ფიზიკა. მათემატიკასთან ერთად, მერჩივნა, ესეც ჩამებარებინა, თავის დაზღვევის მიზნით, რომ გრანტი ავიღო“.

ელექტროობა იყო, აირის ამოცანა, იმპულსის ამოცანა, ენერგიების შენახვის კანონი, კიდევ იყო ამოცანის პირობა, სადაც გადაადგილება და აჩქარება უნდა გვეპოვა, გრაფიკების მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა. ერთი შეკითხვა იყო, ვექტორულ სიდიდეზე, ასევე რომელოა ფიზიკური მოვლენაო, ასევე ორი სხეულის, დრეკად-დეფორმირებული სხეულების დაჯახებაზე და უნდა გაგვეგო რა დროის შემდეგ შეხვდებოდა ეს ორი სხეული ერთმანეთს და რის ტოლი იქნებოდა დაჯახების შემდეგ სიჩქარე. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ რთული არ ყოფილა, მესამე საგანი იყო და ამით დავასრულე ეროვნულები, კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვაპირებ ჩაბარებას“.

„ვფიქრობ, გამოცდა ნორმალურად დავწერე, თუმცა წინასწარ ქულებზე მაინც ვერაფერს ვიტყვი. დადებითი მოლოდინები მაქვს. საკითხებს რაც შეეხება, ახლა რაც მახსენდება, იყო გრაფიკები, ელექტროობაზე კითხვები და იმპულსებზე. ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, რომ ფორმულები გვცოდნონა, რადგან მათი გამოყენებაც გვჭირდებოდა. ფიზიკასა და მათემატიკას ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ვნახოთ, რა იქნება“.

„ბოლო გამოცდაა და ამით ეროვნულებიც დამთავრდა. შესვლის წინ თან ვნერვიულობდი და თან მიხაროდა, რომ ბოლო საგამოცდო დღე იყო. ტესტს რაც შეეხება, საშუალო სირთულის იყო. მე მათემატიკაც ჩავაბარე, ეს მეოთხე საგანია. გამოცდა ფორმულების ცოდნას მოითხოვდა. საკითხები იყო აჩქარებაზე, ვექტორულ სიდიდეზე, ელექტროობაზე… კმაყოფილი ვარ და იმედია, მაღალ ქულასაც მივიღებ“.



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

სკოლების სია, რომელთა საკითხებსაც ავტორიზაციის საბჭო განიხილავს

მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება