სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიასთან არსებული ანსამბლი „არსიანი“ საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა
29-07-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიულ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, ანსამბლი „არსიანის“ ფარგლებში კი  მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მსოფლიო ხალხური ცეკვებისა და მუსიკის კონკურს-ფესტივალი „ხელოვნება საზღვრების გარეშე“, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე).

ანსამბლის წევრებმა კონცერტები გამართეს, ქობულეთში, ბათუმსა და ქედაში.

ქედაში, სადაც საზეიმო ვითარებაში ჩატარდა ფესტივალის დახურვა, მოეწყო საზეიმო მსვლელობა და დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ანსამბლ „არსიანის“ წევრებს პირადად უმასპინძლა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ხოლო ფესტივალის დირექტორმა ანზორ დევაძემ, ანსამბლ „არსიანს“, მის ხელმძღვანელს, ჯონი დუგლაძეს და ყველა მოცეკვავეს გადასცა დიპლომები ფესტივალში მიღწეული წარმატებებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

„მადლობა ყველას. მრავალ ახალ წელს დავსწრებოდეთ ტკბილად, ერთობით“, - აღნიშნავენ სკოლაში

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება