სიახლეები
სიახლეები

წვიმა და არამდგრადი ამინდი 3 აგვისტომდე შენარჩუნდება
29-07-2024
-
+


2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება