სიახლეები
სიახლეები

გაიგეთ როგორია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფერების მიხედვით
21-08-2024
-
+


ფერები ფსიქოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია. იმის მიხედვით, თუ რომელ ფერს იყენებს ბავშვის ხატვისას შესაძლებელია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა. თუ ამ ფაქტს კარგად დააკვირდებით შეგიძლიათ მისი ხასიათის დადგენა.

ყვითელი

ფსიქოლოგების თმით, ხატვის დროს ყვითელ ფერს ირჩევენ შემოქმედებითი და წარმოსახვის უნარებით დაჯილდოებული ბავშვები. ისინი, რომლებიც ასევე ბევრს ფიქრობენ და ოცნებობენ. ძირითადად, ასეთ ბავშვებს ქვიშაში თამაში უფრო მეტად უყვართ ვიდრე ძვირფასი სათამაშოებით.

ვარდისფერი

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ფერი ბუნებით ნაზ ბავშვებს უყვართ. მათ, ძირითადად ყველაფერი აშინებთ და ძალიან ემოციურები არიან. ასეთი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარშემო მყოფების ყურადღება და სიყვარული.

ნარინჯისფერი 

ნარინჯისფერი მოუსვენარი, ჰიპერაქტიური ბავშვების საყვარელი ფერია. ასევე მათი, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვს ნარინჯისფერი უყვარს, ის სავარაუდოდ ჰიპერაქტიურია. შეიძლება მას უბრალოდ ასეთი პერიოდი აქვს.

ცისფერი

ცისფერს ძირითადად უდარდელი, ძალიან თავისუფალი ბავშვები ირჩევენ. ცისფერი ფერებით ძირითადად შესრულებულია ისეთი ნახატები, რომელთა შესრულების დროსაც მათ ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ.

წითელი

როგორც წესი წითელი ასოცირდება აგრესიასთან. თუმცა, ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ეს ფერი განსაკუთრებით უყვართ გახსნილ და აქტიურ ბავშვებს.

შავი

თუ ბავშვი ხატვის დროს ხშირად იყენებს შავ ფერს ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რომ იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვი ხატვას იწყებს შავი ფერით და შემდეგ უმატებს სხვადასხვა ფერს ეს ნიშნავს იმას, რომ ის განვითარებული პიროვნებაა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება