სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„შენიშვნას ვერ მისცემდი, ჩაეხუტებოდა მასწავლებელს და პრობლემა ამით გვარდებოდა“... - არხილოსკალოს სკოლის დირექტორი ლაშა ბექაურის მოსწავლეობას იხსენებს
01-08-2024
-
+


პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ზედიზედ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა - ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანა. 24 წლის სპორტსმენმა საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაიტანა ფართო ასპარეზზე, ერს გამარჯვების დიდი სიხარული მოუტანა და კიდევ ერთხელ შთააგონა ახალგაზრდებს, რომ ბავშვობის ოცნებები ხდება. 

ლაშას ბავშვობასა და მოსწავლეობაზე Etaloni.ge-სთან მაია სიმონიძე, ჩემპიონის მშობლიური, არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობს; იხსენებს ბიჭს, რომელიც ყოველ დილით, სკოლაში მისვლამდე, სიბნელეში დარბოდა, ვარჯიშობდა და ხანდახან პირველ გაკვეთილზე აგვიანებდა კიდეც, მაგრამ ამ პრობლემას მასწავლებლებთან ჩახუტებითა და თბილისი სიტყვებით მარტივად აგვარებდა. როგორი მოსწავლე იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ლაშას მერე, როგორ დადგა სპორტი არხილოსკალოში პირველ ადგილზე? - დირექტორი დიდი სიამაყით გვიყვება: 

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი. როცა სკოლაში დირექტორად მივედი, ლაშა მე-7 კლასში იყო, მახსოვს, ერთხელ შენიშვნაც მივეცი, რატომ იგვიანებ-მეთქი... გაეცინა, ჩამეხუტა და ვეღარაფერი ვუთხარი... ისეთი თბილია, შენიშვნას ვერ მისცემდი, ჩაეხუტებოდა ყველა მასწავლებელს და პრობლემა ამით გვარდებოდა, ყველას ძალიან უყვარდა და ასეა დღემდე. დღეს მთელი სკოლა ამაყობს ლაშა ბექაურით. 

იგი ბავშვობიდან დილით ადრე დგებოდა, რამდენიმე კილომეტრს დარბოდა სიბნელეში, მერე მოდიოდა სკოლაში და საკმაოდ კარგადაც სწავლობდა, საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და სკოლაც წარმატებით დაასრულა. ლაშას მერე, სკოლაში ბევრი სპორტსმენი გვყავს, მოსწავლეები მისი მიღწევებით შთაგონებულები არიან. შარშან, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონიც გახდა ჩვენი მოსწავლე ნიკა ხუზაურაშვილი.

სერიოზულად მისდევენ ჩვენი მოსწავლეები სპორტს და განსაკუთრებით - ძიუდოს. მალე ლაშას სახელობის დარბაზიც აშენდება და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. ლაშას მერე სპორტი ჩვენს სოფელში პირველ ადგილზეა“. 

დირექტორი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, თუ რამდენად საამაყოა, იყო ასეთი წარმატებული ახალგაზრდის მშობლიური სკოლის ხელმძღვანელი და დიდ იმედს გამოთქვამს, რომ არხილოსკალოს საჯარო სკოლა არაერთ ჩემპიონს აღუზრდის ქვეყანას: „ვიყო ასეთი საამაყო ახალგაზრდის მშობლიური სკოლის დირექტორი, ბიჭის, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო და დღეს მისით მთელი ერი ამაყია, ძალიან დიდი პატივია. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სჯერათ, რომ ლაშასნაირი მიღწევები ექნებათ და ეს ძალიან კარგია, ჩვენც ხელს ვუწყობთ მათ, ვახალისებთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონს გავზრდით. მარტო ჩვენს სკოლას კი არა, ლაშას ყველა წარმატება საქართველოს აერთიანებს.  ბავშვებში ვხედავ პოტენციალს, რომ მომავალში ისინიც  ასახელებენ ჩვენს სკოლას და ქვეყანას. 

ლაშა ბავშვობიდანვე დიდ ლექსებს კითხულობდა, თავადაც წერდა, მღეროდა... ძალიან შემოქმედებითი ბავშვი იყო, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ნიჭიერებით ასეთ შედეგამდე მივიდა - დღეს ლაშა ბექაურს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო იცნობს“. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება