მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე გიორგი ქურასბედიანი „ჯარის ბანაკში“ დაუვიწყარ დღეებს ატარებს.
ახალქალაქში იმართება საზაფხულო „ჯარის ბანაკი“, რომელიც ხორციელდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით. ბანაკში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის სახელით გაემგზავრა მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი ქურასბედიანი.
სამხედროებთან ერთად თავსგადამხდარი აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული თავგადასავალი მეცხრეკლასელისთვის დაუვიწყარია.
მოსწავლე შეისწავლის სამხედრო დისციპლინებს - ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას, გადის თვითგადარჩენის კურსს და სწავლობს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის.
გიორგი აქტიურად არის ჩართული ყველა აქტივობაში, წარმატებით მონაწილეობს ე.წ წრთვნებშიც.
სკოლაში მოსწავლის აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის! მადლობა ჩვენს სამინისტროს ამ შესაძლებლობისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება