სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
01-08-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განახლდა სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა.

„პროგრამა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე ერთი სასწავლო წელი დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და პარალელურად ქართულ ენაზე გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის საფასურით, ყოველთვიური სტიპენდიით და საცხოვრებლით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.

პროგრამაზე ჩარიცხვისთვის განცხადებების ელექტრონული მიღება დღეიდან დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - აღნიშნულია სამინისტროს გავრცლებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება