სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეების ესეებითა და პოსტერებით მოთხრობული ისტორიები გმირი ქალების შესახებ
01-08-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო კონკურსებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და საბჭოს ორგანიზებით გამართულ ნახატებისა და პოსტერების კონკურსშიც აქტიურად მონაწილებდნენ, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის იყო გამიზნული. 

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე, სადაც წარმოჩენილი იყო ავტორის თვალით დანახული გმირი ქალი.

„იყავი მიზეზი იმისა, რატომაც ხალხს სიკეთის სჯერა“ - გახლდათ ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელზეც მუშაობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე კობახიძე, ლიზი ქალდანი და მარიამ დადვანი. 

ავტორები ესეს დასაწყისში სვამენ უმნიშვნელოვანეს კითხავს, პოულობენ პასუხს და საზოგადოებას გმირ ქალს აცნობენ:

ადამიანები, რომლებიც ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეულები არიან ანუ გმირები, მართლა არსებობენ? იყო გმირი 21-ე საუკუნეში ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი და ამის მაგალითი სწორედაც, რომ ქალი, მშობელი, მასწავლებელი და ბოლნისის რაიონის მოქალაქე ხატია რაზმაძეა. იგი გმირი ქალია ბოლნისისათვის, როგორც მისი გაკეთებული საქმიანობებით, ასევე მისი სულიერი ღირსებებითა და თვისებებით. იმის მიუხედავად, რომ მან საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო, არასდროს დანებებულა. იგი ყოველთვის უსაზღვროდ პოზიტიური, თბილი, მოსიყვარულე, კეთილი და ადამიანურია. არასდროს უხრის თავს პრობლემებს და მაქსიმუმს აკეთებს ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების განსავითარებლად კონკრეტული განხრით.          

„უდიდეს სირთულეს წავაწყდი. სკოლა, რომელიც ღიაა ინკლუზიური განათლებისთვის სრულიად გამოუცდელი დახვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. პედაგოგებს კი ქონდათ გავლილი ინკლუზიური განათლების საფუძვლები, მაგრამ არ არსებობდა სპეც.მასწავლებელი, რომელიც ბავშვის საჭიროებებს მოარგებდა სასწავლო პროცესს. რაიონის მასშტაბით არ არსებობდა ასეთი სპეციალისტი. სხვათა შორის ამის გამო ჩვენს რეგიონში რამდენიმე უსინათლო მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებას. აქ ვხედავ ზუსტად ჩვენი განათლების სისტემის შეცდომას: ჯერ ინკლუზიის შესახებ მიიღეს კანონი და მერე დაიწყეს სპეც.პედაგოგების მოძიება. ეს კი ძალიან აფერხებს სკოლას, მშობელს და ცხადია მოსწავლის განვითარებასაც. ამიტომ გადავწყვიტე მე თავად გავმხდარიყავი სპეც. მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და ტრენინგი გამევლო. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასერტიფიკატო კურსში და გავხდი მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი. ეს სპეციალობა მოიაზრებს უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების დასწავლას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საყოფაცხოვრებო პირობებში დამოუკიდებლად იცხოვრონ და თავი იხსნან იზოლირებულობისგან. მაგალითად გასწავლის, როგორ მოიხმარო თეთრი ხელჯოხი, სივრცის აღქმას, ბარიერების იდენტიფიცირებას“, - ხატია რაზმაძე. 

„ერთად ბავშვების მხარეს” – ამ იდეის გარშემო, დედები და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის” გაერთიანდნენ – შექმნეს სივრცე, სადაც ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. „ნეკერის“ თანადამფუძნებელი ხატია რაზმაძე გახლავთ. „ თითოეული ჩვენგანი ვართ მშობელი და ყველა ჩვენგანი აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ბავშვების განვითარებაში მშობელთა ჩართულობას აქვს. მშობლობა არის ერთგვარი პროფესია და მოგეხსენებათ დედებს, მშობლებს, არავინ გვასწავლის ამას. ძირითადად, ინსტინქტების საშუალებით ვახერხებთ ამ ცოდნის მიღებას. ჩვენ ქვეყანაში არ არის სერვისი, სადაც ვისწავლით მშობლობას. შესაბამისად, ძალიან გვინდოდა ჩვენი გამოცდილება და ასევე, ის გამოწვევები რაც ეტაპობრივად გადავლახეთ, ან ვართ გადალახვის პროცესში, გაგვეზიარებინა სხვებისთვისაც. ჩვენი მიზანია, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების და მშობლების თანამშრომლობის გაზრდა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე”- ხატია რაზმაძე, ორგანიზაცია „ნეკერი“-ს თანადამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე.

ხატია რაზმაძე, რომელიც არის ბუნების/ბიოლოგიის მასწავლებელი საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, უკვე მეორე წელია მოსწავლეებს რთავს Global project 2023-2024-ში, სადაც ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ მდგრადი განვითარების მიზნები და ამ მიზნებისთვის ხორცის შესასხმელად გადადგან გარკვეული ნაბიჯები.მისი მიზანია, ბოლნისში მყოფმა ბავშვებმა აიმაღლონ ცნობიერება და პასუხისმგებლობა იმ რაიონის, გარემოს, საზოგადოების მიმართ, სადაც ცხოვრობენ. მან ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დაარსა ეკო კომიტეტი, რომლის მიზანია გარემოს დაცვა და გლობალური დათბობის რისკების გააზრება, შეჩერების პროცესში ჩართვა. მისი ძალისხმევით, მასში ჩართულ სასკოლო საზოგადოებას ,„დედამიწის ქომაგები“ ეწოდა. ყოველ ბოლნისქალაქობაზე, ჩვენი სკოლის სახელით გამოდის კლუბი და წარადგენს იმ წინსვლას, რომელიც ბოლნისში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იგი ასევე აქტიურ საქმიანობას ეწევა სკოლის ბიო ბოსტნის განვითარებაში, მოსწავლეებთან და სკოლის ხელმძღვანელთან ერთად. სკოლის ბოსტანში მან შემოიტანა კომპოსტი. ხატია რაზმაძეს დამსახურებით, კლუბი მიწვეულ იქნა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკებზეც, სადაც შესაძლებლობა მიეცათ მათი განხორციელებული ბიო საქმიანობები, რომლებშიც უცილობრივ შედის კომპოსტი, გაეზიარებინათ უფრო ფართო საზოგადოებისთვის. პარალელურად იგი ახერხებს ამ ყველაფერში სიყვარულის ჩაქსოვებას. იგი ამართლებს სკოლის სლოგანს ,,აქ სიყვარულია". მუდმივად ცდილობს მოსწავლეებთან იყოს უშუალო და სიყვარულით სავსე, სამართლიანი და ბავშვების დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უდგას მათ მხარში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ხატია რაზმაძეს სახით ჰყავს გმირი ქალი უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომელიც საკუთარი კეთილი გულით დღემდე იღწვის წინ და არასდროს ნებდება, როგორც ამას გმირები აკეთებენ“,- წერენ მე-9 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე კობახიძე, ლიზი ქალდანი და მარიამ დადვანი. 

შემდეგი ესეს თემაა - „ქალები გმირები“ - მართა ურუმაშვილი (სოფელი ქვეში), რომელზეც მუშაობდნენ IX კლასის მოსწავლეები - თეკლა გასვიანი, მარიამ ურუმაშვილი​ და ლიზი რეხვიაშვილი. 

ნამშევარში მოთხრობილია მართაზე, როგორც ძალისა და თანაგრძნობის შუქურაზე: „ომის შემდგომ ეპოქაში, რომელსაც აწუხებდა სამედიცინო სერვისების სიმცირე, მართა გაჩნდა, როგორც ძალისა და თანაგრძნობის შუქურა. მედდის პროფესია ხალხური მედიცინის ცოდნასთან ერთად, მართამ სიცოცხლე მიუძღვნა ხალხის დახმარებას. მისი თავდაუზოგავი სამსახური გასცდა საავადმყოფოს ფარგლებს, რადგან ის ზრუნვას უწევდა პაციენტებს მათ სახლებში. მართას მემკვიდრეობა, რომელიც მოსიყვარულეა, როგორც „ბებია“, მისი მზრუნველი ბუნების გამო, აგრძელებს სხვების შთაგონებას, 2004 წელს მისი გარდაცვალების შემდეგაც კი გააცნობიერა საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები სამედიცინო სერვისებზე წვდომის კუთხით, მართა ჩაუღრმავდა ხალხური მედიცინის სამყაროს. ტრადიციული სიბრძნის შერწყმით თავის საექთნო გამოცდილებასთან, იგი გახდა შესანიშნავი ძალა სამკურნალოდ. მარტას უნიკალურმა მიდგომამ მას საშუალება მისცა შესთავაზა ალტერნატიული საშუალებები და მკურნალობა, რაც იმედოვნებდა მათ, ვისაც სამედიცინო დახმარების შეზღუდული არჩევანი ჰქონდა“  - როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მართას ფართო ცოდნა ხალხურ მედიცინაში კულმინაციას მიაღწია საიდუმლო ოჯახის რეცეპტით — სანთლებისა და სხვა ინგრედიენტებისგან დამზადებული შესანიშნავი მალამო. ეს მალამო ძალიან ეფექტური აღმოჩნდა კანზე დამწვრობის, ჭრილობებისა და ინფექციური დაზიანებების სამკურნალოდ. მარტას განკურნების ვალდებულება გასცდა ჩვეულებრივი მეთოდების მიღმა, აჩვენა მისი მონდომება და ერთგულება ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნაში.

მართას, როგორც ძლიერი ქალის შესანიშნავი მოგზაურობა მედიცინის სფეროში, ასახავს თანაგრძნობისა და თავდადების გარდამტეხ ძალას. ხალხური მედიცინის თავის საექთნო უნარებთან ინტეგრირებით, მართამ გადალახა უფსკრული სამედიცინო სერვისებში რთულ პერიოდში. მისმა საიდუმლო ოჯახურმა რეცეპტმა და მცენარეულმა ინფუზიებმა აჩვენა მისი მარაგი და ჰოლისტიკური განკურნების ერთგულება. მართას საყვარელი მეტსახელი „ბებია“ სიმბოლურად გამოხატავდა სიყვარულსა და მზრუნველობას, რომელიც მან აჩუქა თავის პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მართა ჩვენთან აღარ არის, მისი მემკვიდრეობა ადასტურებს იმ მუდმივ გავლენას, რაც ძლიერ და თანამგრძნობ ქალებს შეუძლიათ თავიანთ თემებზე“,- გვიყვებიან IX კლასის მოსწავლეები: თეკლა გასვიანი, მარიამ ურუმაშვილი​ და ლიზი რეხვიაშვილი. 

„დედა მარიამი, რომელმაც სიონი შემოგვინახა“ - ავტორი X კლასის მოსწავლე, მარიამ წიფიანი გახლავთ, ნამუშევარი კი საგაზეთო ფორმატისაა. ეს კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარია, რომლიც კიდევ ერთი ძლიერი ქალის ისტორიას ყვება. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

3 აგვისტოს ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის განახლდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

სტუდენტებისთვის სტაჟირების კონკურსი 2 აგვისტოდან იწყება - რამდენი უნდა იყოს თქვენი GPA

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

სკოლის მასწავლებლები მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

გამოცდები, მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა

მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს ნამუშევრები თემაზე: „ქალები გმირები“ - რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, საოცარი გარემო და სივრცეა მოწყობილი ბანაკის მონაწილეებისათვის

სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთთიერთგაცვლა
საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება