სიახლეები
სიახლეები

ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ
01-08-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM).  


FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად. 


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. პროგრამის თანახელმძღვანელები არიან KIU-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორი აკაკი ხელაძე და KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი.  

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. FIM-ზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა აპლიკაციების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და ზეპირი გამოცდის/მიღების ინტერვიუს წარმატებით გავლა. ზეპირი გამოცდა ეტაპობრივად, 1 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით  ჩატარდება.

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მოკლე დროში მოექცა ქვეყანაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის სათავეში (2021, 2022, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ KIU აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.


პროგრამის შესახებ დეტალები


ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი. 


პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE). 


პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესზე და ინდუსტრიაზე, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე. 


FIM-ის კარიერული შესაძლებლობები


მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია. 


პროგრამის საფასური და დაფინანსება 


პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში,  კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.

  

საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ. 


KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 


საკონტაქტო ინფორმაცია:  


დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:


fim@kiu.edu.ge   

ტელ: 511 138 197  

www.kiu.edu.ge    



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება