TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სამხედრო სამსახურში გაწვევა 5 აგვისტოდან იწყება - დადგენილება
02-08-2024
-
+


წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ვადები და გასაწვევ პირთა რაოდენობა.

დოკუმენტის თანახმად, გაწვევა დაიწყება მიმდინარე წლის 5 აგვისტოდან;

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 900-ით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1078-ით;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 627-ით;

დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 320-ით.

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება