სიახლეები
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მოწავლეს, წარმატებულ ძიუდოისტ მარიამ გულიაშვილს თელავის მერმა უმასპინძლა 
02-08-2024
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული  მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლა დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

მათ შორისაა, მარიამ გულიაშვილი, რომელიც თელავის ჭიდაობის სპორტულ სკოლის აღსაზრდელი და  წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. 

ის 20 ივლისს თურქეთის ქალაქ ქოჩაელში ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებული გახდა. მარიამმა 3 ივლისს, ასევე თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.

ახლახან, მოსწავლეს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა. შეხვედრას თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ზაქრო კევლიშვილი და ამავე სკოლის მწვრთნელი გია ბახბახიშვილი ესწრებოდნენ.

ლევან ანდრიაშვილმა თელაველ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა. 

მარიამ გულიაშვილს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სამხედრო სამსახურში გაწვევა 5 აგვისტოდან იწყება - დადგენილება

ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს ჩარიცხვის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება და ვინ იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის კრედიტების აღიარების თაობაზე?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM)

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება