მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მუდამ მნიშვნელოვანი კურსები მიმდინარეობს, აკადემიის სავიზიტო ბარათი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც როგორც კურსის მენტორი, ანა ბუცხრიკიძე გვეუბნება, მომავალ ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტაჟირების სახით, რომელსაც, ასევე, „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაივლიან და აკადემიაშივე დასაქმდებიან სურვილის შემთხვევაში.
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილეა, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი მარი კუჭუაშვილი, რომელმაც კურსის ფარგლებში ყველა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ახლა საზოგადოებას მნიშვნელოვან კურსებს ჰპირდება.
პირველი თემა, რომელსაც მარი „ეიბიჯიეს აკადემიაში“ მსმენელს შესთავაზებს არის - „მეტყველების თერაპევტის როლი სააღმზრდელო დაწესებულებაში“.
როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ აღნიშნავენ, თემა ყველა დაინტერესებული პირისთვისაა განკუთვნილი და შეხვედრაზე მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს.
ჩატარების თარიღს აკადემია აგვისტოს თვეში დააანონსებს და მსურველებს უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება