მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი გამოცდის პირველადი შედეგების შესახებ საუბრობს.
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა აბიტურიენტების პირველადი შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. როგორ შეაფასებდით?
– ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი გამოცდები საკმაოდ წარმატებული იყო. ამაზე მეტყველებს როგორც საგამოცდო ტესტების მახასიათებლები, ისე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანალიზი.
- რამდენად მომზადებული მოვიდნენ წელს აბიტურიენტები და შეცვლილია თუ არა შარშანდელისაგან განსხვავებით აბიტურიენტების ცოდნის დონე?
– ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზეს. ბუნებრივია, ცოდნის დონე ერთ წელიწადში საგრძნობლად ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ ტენდენცია იმედის მომცემია. სამწუხაროდ, წელსაც აბიტურიენტთა გარკვეული ნაწილი გამოცდისათვის სათანადოდ არ იყო მომზადებული და ეს საერთო შედეგზე აისახება.
- პირველადი მონაცემებით რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი? რამდენმა მიიღო მაქსიმალური ქულა?
– ეს არის პირველადი შედეგი და მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მიღებული ქულა, რამაც საერთო სურათზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ამ ეტაპზე პირველადი მონაცემების თანახმად, მაქსიმალური ქულა მიიღო 85-მა აბიტურიენტმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საგულისხმოა, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ის აბიტურიენტიც ინარჩუნებს, რომლის პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს.
- რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ გამოსაცდელებს ყველაზე მეტად?
– დეტალური სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ზოგადად, ყველაზე რთული წერითი დავალებაა, შესაბამისად, აბიტურიენტებს უფრო მეტად მისი შესრულება უჭირთ.
- რომელი ტიპის დავალებაში მიიღეს აბიტურიენტებმა ყველაზე მაღალი შეფასება?
- ყველაზე მაღალ შეფასებას აბიტურიენტები, ტრადიციულად, წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი დავალებების ნაწილში იღებენ, შემდეგ მოდის ტექსტის რედაქტირება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია