მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს წამატებით აბარებენ. ამას მოწმობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულებიც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის 20-ივე კურსდამთავრებულმა გამოცდაზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. სკოლაში აბიტურიენტთა მიღწევები ახარებთ, მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის 20-ვე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. განსაკუთრებით, მაქსიმალური 60 ქულიდან 55 ქულა დააგროვა ლინდა ხარაბაძემ. ვულოცავ, თითოეულ მათგანს და სკოლისა და მასწავლებლების სახელით წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დღეს კი აბიტურიენტებმა, უცხოური ენების, მათემატიკისა და ისტორიის ქულები გაიგეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა