მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სად სწავლაც ახალგაზრდების წარმატებული მომავლის წინაპირობაა.
გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) etaloni.ge-ს კურსდამთავრებულთა მიღწევების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ამისთვის არც მასწავლებლებს და არც აბიტურიენტებს თავი არ დაუზოგავთ.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს შედეგი შრომის ნაყოფია. ღვთის წყალობით, ჩვენს გიმნაზიას წარმატებები არ აკლია. ასეთი შედეგის მოლოდინი გვქონდა, რადგან მაღალ შედეგს პედაგოგების პროფესიონალიზმი და ბავშვების მონდომება განაპირობებს, რაც ჩვენთან ერთმანეთს არაჩვეულებრივად ერწყმის. მასწავლებლებისა და აბიტურიენტების შრომით ეს შედეგი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ და ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბავშვებს, მათ მშობლებს, მთელ გიმნაზიასა და პედაგოგებს. ამავდროულად, ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას, რომ აბიტურიენტებმა კარგი შედეგები დააფიქსირეს. ეს ბავშვები საქართველოს მომავალს ქმნიან და იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დადგებიან, მოღვაწეობას ასეთივე პასუხისმგებლობითა და სიყვარულით შეუდგებიან“,- ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები შემდეგმა აბიტურიენტებმა დაიმსახურეს:
გიმნაზიაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსუსრვებენ. აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი პედაგოგი ნინო ხარაძე გახლდათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა