მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. ახლა სკოლაში ფიქრია ჯიმშელეიშვილის სადამრიგებლო - მე-10ბ კლასის მოსწავლის - ანა პირტახიასა და ნანა ლილუაშვილის სადამრიგებლო - მე-9ბ კლასის მოსწავლის ქეთა დიდიძის მიღწევით ხარობენ.
Locky Academy-ის ორგანიზებით არდადეგებზე 27 ქართველი მოსწავლე ლონდონში, კერძოდ, Dockland-ის უნივერსიტეტის ორკვირიან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად და შესაბამის კლასში მოსახვედრად, ჩასვლისთანავე ტესტირება გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიდან 4-მა უმაღლესი, C1 დონის, სერტიფიკატი მიიღო. მათ შორის იყვნენ ანა პირტახია და ქეთა დიდიძე. მათი ინგლისური ენის მასწავლებლები თეა ესართია და ნათია ყანჩაველი არიან.
„ვულოცავთ ანასა და ქეთას ამ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა