სიახლეები
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებულიდან ორმა ქართულის გამოცდაზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - „გასაოცარი გრძნობაა, როცა შრომა ფასდება“
05-08-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რასაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევები მოწმობს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება მეტად სასიხარულო აღმოჩნდა შუაგორას საჯარო სკოლისთვის -  4 კურსდამთავრებულიდან ორმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - თათია ნაფეტვარიძემ მაქსიმალური ქულა - 60-დან 60 მოიპოვა, მარიამ სოფრომაძემ კი 60-დან 59.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თათია და მარიამი გამოცდებზე, საგამოცდო სამზადისსა და შედეგებზე, მომავალ პროფესიასა და არჩეულ სასწავლებელზე.

თათია ნაფეტვარიძე: „შეუძლებელია სიტყვებით აღვწერო, თუ რამდენად ბედნიერი ვარ... ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს  ჩემს ოჯახსა და უძვირფასეს პედაგოგს - ნანა ლომინაძეს, მათთვის ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლა, საჯაროდაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო - მადლობა, ყოველი დღისთვის ,რომელიც მომიძღვენით, მადლობა ამაგისთვის, რომელიც ჩემზე გასწიეთ... რაც შეეხება წარმატებას, ვფიქრობ, მისი საწინდარია თვითდისციპლინაორგანიზებულებულობა, მუყაითი შრომა და შინაგანი სიმშვიდე - ეს ყოველივე ქმნის მყარ ფუნდამენტს მომავალში წინსვილსა და მიზნის მიღწევისათვის... ასეთი მიდგომები ძალზედ შედეგიანი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ვიმედოვნებ, რომ დანარჩენ საგნებშიც ასე იქნება. ყველაზე რთული, თუმცა დაძლევადი, ემოციური ფონია, რამაც გარკვეული დისკომფორტი შემიქმნა, მაგრამ შედეგმა თავდაჯერებულობა მომიტანა. მიღებული სიხარულის განცდა ანეიტრალებს ყველა სირთულეს, რაც აქამდე მქონია. სამომავლო პროფესია ჩემი ბავშვობის ოცნებაა, იურისტობას ვაპირებ - ვემსახურო სამართლის უზენაესობას - ჩემს უმთავრეს „მისიად“ მიმაჩნია.

არჩევანი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე, როგორც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების „ალმა მატერზე“... მჯერა, აქ საუკეთესო განათლებას მივიღებ და მომცემს ყველა საჭირო რესურსს,რაც კარიერულ წინსვლაში დამეხმარება.

გამოცდებისათვის მოსამზადებელი პერიოდი მეტად შრომატევადი, თუმცა ამავდროულად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. მომავალ აბიტურიენტებს კი ვეტყვი, რომ  გაისარჯონ, ისწავლონ, ნებისყოფა არ მოადუნონ, მთელი ძალისხმევა განათლებაში ჩადონ, ყოველი წუთი მაქსიმალურად გამოიყენონ და თავიანთი შესაძლებლობები ცოდნის მიღებას მოახმარონ, რადგან იმ შეგრძნებას, რომელიც გვეუფლება მაშინ, როცა სასურველ შედეგს ვიღებთ, არაფერი შეედრება“,- გვეუბნება თათია.

მარიამ სოფრომაძე კი აღნიშნავს, რომ მეტად ამაღელვებელი და გასაოცარი გრძნობაა, როცა შრომა ფასდება.

„პირველ რიგში, მადლობა სკოლას, სადაც პედკოლექტივის დახმარებით ვისწავლე მიზნისათვის ბრძოლა ისე, რომ დავრჩე ადამიანად. გამოცდისათვის მზადება გარკვეულ სტრესთან ასოცირდება, თუმცა ჩემთვის მეტად სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო რთული და გადამღლელი დღეები, თუმცა ოცნებებისა და მიზნებისათვის ბრძოლა არ გვაძლევს დანებების საშუალებას. სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს ემოციური ფონი, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, რომ რაღაც არ გამოვა, თუმცა მხოლოდ ღრმა ჩასუნთქვა და გააზრება კმარა, რომ ჩვენ, ახალი თაობა, ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს, ოჯახებსა და საკუთარ თავს. მეტად ამაღელვებელი და გასაოცარი გრძნობაა, როცა შრომა ფასდება. ათასმაგად იწყებს ოცნებებისათვის ბრძოლაში აღტყინებულ გულში სისხლი ჩქეფას. ვაპირებ ვიბრძოლო და მივაღწიო შედეგს, რომელიც სამშობლოსათვის პატარა სიკეთის მარცვლად იქცევა. ქულა ნამდვილად არ განსაზღვრავს ცოდნისა და შესაძლებლობის დონეს, მთავარია მომავალი, ცდა და საკუთარი თავით სიამაყე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ირწმუნონ საკუთარი თავის, დაისახონ მიზანი, ხოლო ამ მიზნისათვის ბრძოლა აქციონ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოწვევად, არ შეჩერდნენ და წყვდიადში მუდამ ლამპრად გაიდევნონ ილიას სიტყვები: “მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამისა ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა.” ადამიანობა განათლებასა და გულმზიან აზროვნებაშია“,- გვეუნბება წარმატებული აბიტურიენტი. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება