სიახლეები
სიახლეები, სკოლები

გაიცანით ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ქართულისა და უცხოური ენის გამოცდაზე მაქსიმალური ქულები აიღეს
05-08-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ნიჭიერი, წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სადაც არაერთმა კურსდამთავრებულმა დამსახურებულად აიღო მაქსიმალური შეფასება. 

სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა - მარიამ ბაკურაძემ (მე-12 კლასი, დამრიგებელი ნანა ჩაკვეტაძე), თარაშ დოლაბერიძემ და ქეთევან კუპრეიშვილმა (დამრიგებელი მზია ჩეგიანი, ქართულის მასწავლებელი ნინო ჩხეტია) უმაღლესი შეფასებები - 60 ქულა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აიღეს.

კიდევ ორმა მოსწავლემ - ნია ხაბულიანმა და ავთანდილ ნებიერიძემ ( მე-12 კლასი, დამრიგებელი ნანა ჩაკვეტაძე, ინგლისურის მასწავლებელი ნათია აბულაძე) კი მაქსიმალური ქულები ინგლისური ენის გამოცდაზე დაიმსახურეს.

სკოლაში დიდი ჟრიამულია, სასკოლო საზოგადოება გახარებულია მოსწავლეთა მიღწევებითა და უმაღლესი შეფასებებით. თითოეულ მოსწავლეს  სკოლაში წინსვლასა და გამარჯვებას უსურვებენ. 

კურსდამთავრებულთა მიღწევებით კმაყოფილი და ძალიან გახარებულია სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი. სწორედ მისი და სკოლის თითოეული პედაგოგის დამსახურებაა კურსდამთავრებულთა ბრწყინვალე შედეგები. სკოლის ხელმძღვანელი არაერთხელ აღნიშნავს როგორც მოსწავლეთა მონდომებას და სწავლისადმი დამოკიდებულებას, ასევე იმ პედაგოგთა შრომას, რომელიც მათ მოსწავლეების განათლებაში ჩადეს.

„რა თქმა უნდა, ველოდებოდი ჩემი სკოლის მოსწავლეების ასეთ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის. მინდა თითოეულს უღრმესი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ სკოლაში მიღებული განათლება მაქსიმალურად წარმოაჩინეს და პედაგოგების შრომა, რომლებისგანაც ხაზგასმით ვამბობ, სკოლაშივე მიიღეს ცოდნა ასე დააფასეს. ასევე მასწავლებლებს მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ თავი არ დაზოგეს, ბავშვებს ასეთი შედეგები რომ დაედოთ გამოცდებზე. სამომავლოდაც მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა გააორმაგონ და გაასამმაგონ თავიანთი ცოდნა, მიღწევები. ესენი გმირები არ არიან, ესენი არიან კარგი, განათლებული, საქართველოს გამაძლიერების ფერხულში მომუშავე ახალგაზრდები. დიდი გმირობა იქნება მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებენ. მათ ამის საწინდარი უკვე აქვთ, ბევრი რამ გააკეთეს. იმ, შრომით, რომლითაც აქამდე მოვიდნენ თუ გააგრძელებენ გაცილებთ მეტ წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება