მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში გამოაქვეყნა. აპლიკანტთა მაღალი შედეგებით განსაკუთრებით ამაყობენ მშობლიური სკოლები.
სიამაყის საფუძველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე შუკვანმაც მისცა. მან გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო. კერძოდ, ინგლისურ ენაში 70-დან, 70, ხელოვნებაში 70-დან 64, ხოლო ქართულში 60-დან 49 ქულა აქვს.
როგორც აბიტურიენტმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში სურს, გამოცდებისთვის კი მონდომებით ემზადებოდა.
„ყველაზე მაღალი ქულა, 70-დან 70, ინგლისურში მივიღე. მესამე საგნად ხელოვნება ავირჩიე, სადაც 70-დან 64 ავიღე. ქართულში კი 60-დან 49 ქულა მქონდა და ეგ ცოტა გამიკვირდა, მოულოდნელი იყო. დანარჩენი საგნების შედეგებით, კმაყოფილი ვარ.
სამხატვრო აკადემიაში გრაფიკულ დიზაინზე ჩაბარება მინდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში ბოლო 1 თვე მოვემზადე, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი და მეტი მომზადება არ მჭირდებოდა. სხვა საგნებზე კი სასწავლო წლის დასაწყოსოდან დავდიოდი“,- ამბობს ელენე შუკვანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა