სიახლეები
სიახლეები, სკოლები

ითხვისის N2 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა ბარბარე ღავთაძემ, ქართულის, ინგლისურისა და ისტორიის გამოცდებზე მაქსიმალური ქულები აიღო
05-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოქვეყნება დაიწყო. ამ დროისთვის უკვე ცნობილია მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობა. მათ შორის ერთ-ერთია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბარბარე ღავთაძე. მან, როგორც სასკოლო საზოგადოება აღნიშნავს, მოლოდინს გადააჭარბა და სამივე საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და ისტორიაში მაქსიმალური ქულები აიღო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბარბარე ოქროსმედალოსანია.

„მან გაამართლა მასწავლებლებისა და მშობლების იმედი და უდიდესი სიხარული მიანიჭა ყველა გულშემატკივარს. ვულოცავთ ბარბარესა და ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას. ვუსურვებთ, წინსვლას პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ეროვნულ გამოცდებს ითხვისის N2 საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებული აბარებდა. ორმა წარმატებით გადალახა ზღვარი“, - გვიყვებიან სკოლაში.

წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა და მაქსიმალური ქულების მფლობელმა - ბარბარე ღავთაძემ Etaloni-ge-სთან თავის შედეგებზე, მოლოდინებსა და ემოციებზე ისაუბრა. როგორც გვითხრა, მისთვის მოულოდნელი იყო და არ ელოდებოდა სამივე საგანში უმაღლესი ქულების აღებას.

„ქართულსა და ინგლისურში ორი წელი, ხოლო სამი სემესტრი ისტორიაში ვემზადებოდი. ზოგადად კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. 12 წელი ძალიან კარგად ვსწავლობდი, მქონდა საფუძველი და ვფიქრობ, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს შედეგებზე. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს ქულებთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ველოდი უმაღლეს ქულებს თუ ავიღებდი, განსაკუთრებით კი ქართულსა და ინგლისურში. უცხოური ენა შედარებით მარტივი იყო და უფრო იყო მოსალოდნელი, რომ მაქსიმალური ქულა ამეღო. თუმცა მაინც 2-3 ქულით ნაკლებს ველოდი, მაქსიმალურს - ნამდვილად არა. 

რაც შეეხება ტესტების სირთულეს, სიმართლე რომ გითხრათ გაკეთებული მქონდა წინა წლების ტესტები და ვერ ვიტყვი, რომ გართულებული იყო რომელიმე საკითხი მნიშვნელოვნად. ის სირთულე იყო, რასაც ველოდი. სამართალზე მინდა ჩაბარება, თავიდან ვფიქრობდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაგრამ ისეთი კარგი ქულები მაქვს, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ან თავისუფალს ავირჩევ ალბათ, არ ვიცი ჯერ ზუსტად“, - ამბობს ბარბარე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება