მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს. მათ შორის არიან სკოლის კურსდამთავრებულები: ანასტასია თოთიბაძე, ქეთევან გვაძაბია, ნიკოლოზ ყაჭეიშვილი, გიორგი სომხიშვილი, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა აიღეს.
მოსწავლეებით სკოლაში ამაყობენ და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებენ.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი ელეონორა ჩვენთან საუბრისას ფერაძე აღნიშნავს, თავისი მოსწავლეებისგან ასეთ შედეგებს ელოდებოდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და მონდომებულები არიან.
„ნამდვილად ველოდებოდი ჩემი მოსწავლეების ასეთ შედეგებს. მათ შორის ორი ოქროსმედალოსანია. ერთ-ერთმა მათგანმა ექსტერნის გამოცდა ჩააბარა და მე-12 კლასში დაჯდა, ასეთ დროს მედალს კარგავს მოსწავლე. თუმცა, ასე რომ არ მომხდარიყო დღეს ისიც მედალოსანი იქნებოდა. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვები არიან. წელს, სამი მე-12 კლასი გავუშვით და საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს მოსწავლეებმა. ბევრი დაიწერა 69 ქულა, ასევე ქართულში 59. ბევრმა ჩააბარა წარმატებულად. ჩემს ნიჭიერ მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ შრომა არასდროს იკარგება“, - აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა