სიახლეები
სკოლები

გაიცანით კერძო სკოლა „ანაბასისის“ „ვარსკვლავების მასწავლებელი“ - თეა მიქაბერიძე და მისი წარმატებული მოსწავლე გაბრიელ ჯუღელი 
06-08-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ ცოდნას, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამედროვე ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია ადამიანი ფლობდეს შემოქმედებით უნარებს.

„ამ უნარების ჩანასახი ყველა ადამიანშია. ზოგ ადამიანში ეს უნარი ვითარდება, ზოგში კი არა. შემოქმედ და თანამედროვე მასწავლებელს ამ ჩანასახის დანახვაც უნდა შეეძლოს და მისი გაზრდა და განვითარება. მუსიკის წამყვანი პედაგოგი, პროფესიონალი მუსიკოსი თეა მიქაბერიძე სწორედ ასეთი მასწავლებელია, რომელსაც შეუძლია „ჯერ აღმოაჩინოს პატარა ადმიანი, მერე კი ისეთი ნაპერწკალი გაუღვივოს, შუქურად რომ იქცეს და მთელი ცხოვრება გაუნათოს გზა, ყველაზე მთავარი გზა - შინ დასაბრუნებელი, ანუ საკუთარი თავის პოვნისა და აღმოჩენის. უკვე არაერთ მოსწავლეს „გაუღვივა ნაპერწკალი“, შეაყვარა სიმღერა, თვითონაც საუკეთესო ვოკალის მქონე პედაგოგმა და „ვარსკვლავების მასწავლებლის ტიტულიც“ დაიმსახურა. 2024 წლის „ვარსკვლავი“ სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე გაბრიელ ჯუღელია“,- გვეუბნებიან სკოლაში და გაბრიელის შემოქმედებით წარმატებებს გვიზიარებენ. 

ასე გამოიყურება გაბრიელის „ვარსკვლავური გზა“ მხოლოდ ნახევარ წელიწადში:

2024 წლის მარტში საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების XVI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში - „იპოვე შენი ვარსკვლავი“ გაბრიელს ლაურეატის წოდება მიენიჭა და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. ასევე, პედაგოგ თეა მიქაბერიძეს მიენიჭა 2024 წლის წარმატებული პედაგოგის წოდება.

ჟიურის წევრები: კახა ცაბაძე, ავთანდილ მამაცაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ალექსანდრე გარბერი.

2024 წლის აპრილში ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ქ. ჭიათურაში ჩატარდა „ქართული სიმღერის კონკურსი“ - I პრემია და ლაურეატის წოდება - გაბრიელს ხვდა წილად.

ჟიურის წევრები: ვალერიან შიუკაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიკა სიჭინავა, ლუდა ნადირაძე.

2024 წლის მაისში ჩატარდა სენაკის არტ ფესტივალი, ორგანიზატორი - ვალერიან შიუკაშვილი. გაბრიელმა დაიმსახურა საპატიო დიპლომი.

2024 წლის ივნისში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ნომინაციაში - „სოლო სიმღერა“ მეორე ასაკობრივ კატეგორიაში (10-დან 13 წლის ჩათვლით) მოიპოვა პირველი ადგილი.

ჟიურის წევრები: მაია ჯამალაშვილი, შიო აბრაჰამია, რუსუდან სებისკვერაძე, ონისე კახნიაშვილი, ირმა სოხაძე, ზურაბ მჟავია, მაია დათუნაშვილი.

2024 წლის 13 ივლისიდან 18 ივლისამდე, ხუთი დღით, ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ მონაწილეთა საზაფხულო მუსიკალურ სკოლა-ბანაკში გაიარა მასტერკლასები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ - ნუცა ჯანელიძე, მაია ჯამალაშვილი და შიო აბრაჰამია. ბანაკის მიზანი იყო მოზარდების საშემსრულებლო მანერის დახვეწა-გაუმჯობესება.

2024 წლის 24 ივლისს კი მიწვეული იყო „პოსტ ალიონის“ დილის გადაცემაში, როგორც კონკურს-ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებული.

„ნამდვილად შთამბეჭდავია გაბრიელის წარმატებები! ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ის დაადგა მთავარ გზას, შინ დასაბრუნებელს, ანუ საკუთარი თავის პოვნისა და აღმოჩენის. ბევრი წარმატება და სწორი ნაბიჯები გაბრიელს ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება