სიახლეები
სიახლეები

უცხოურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - როგორ აფასებენ სპეციალისტები გამოცდას და რა იყო ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
05-08-2024
-
+


როგორ შეაფასებდით უცხოური ენის გამოცდის პირველად შედეგებს? რომელ ენაში აჩვენეს უკეთესი შედეგი და რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება?  - ამ კითხვებზე პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალისტი პასუხობს. 

უცხოური ენების გამოცდის პირველადი შედეგები ძალიან კარგია. მაქსიმალური 70 ქულა მიიღო 1101 - მა აბიტურიენტმა, აქედან ინგლისურში - 1080-მა აბიტურიენტმა, რუსულში - 14-მა და გერმანულში - 7-მა აბიტურიენტმა. ეს არის მაქსიმალური ქულების უპრეცედენტო რაოდენობა. ფრანგულ ენაში, სამწუხაროდ, მაქსიმალური ქულა არ დაწერილა.

რა იყო წელს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები? ასევე რომელი დავალების შესრულება გაუმარტივდათ ყველაზე მეტად? 

წელს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები იყო გრამატიკული შეცდომები როგორც თემაში, ასევე მე-5 დავალებაში. გამოიკვეთა ერთი ტენდენცია - ეს თაობა გაცილებით უკეთ ფლობს ლექსიკას, აქვს სიტყვებისა და ფრაზების კარგი მარაგი და ადეკვატურად იყენებს მათ წერისას, თუმცა ნაკლებად იცის გრამატიკა. რაც შეეხება ტექსტის წაკითხულის გააზრების ნაწილს, აქაც გამოჩნდა, რომ აბიტურიენტებს უჭირთ ტექსტის შინაარსის ღრმად გააზრება და მასში ინფორმაციის სწრაფად მოძიება. ამის მაგალითია ტესტის მეორე დავალება (წინადადებების მისადაგება აბზაცებთან), რაც მოითხოვს სწრაფი კითხვისა და ტექსტში დეტალების პოვნის უნარს. სასურველია, აბიტურიენტებმა მეტი იმუშაონ კითხვის ამ უნარზე. საერთო ჯამში, ყველა უცხოური ენისა და ინგლისური ენის სხვადასხვა ვარიანტების შედეგების გათვალისწინებით, ყველაზე რთულად რჩება მე-7 დავალება (თემა) და ყველაზე იოლად - მე-3 (წაკითხულის გააზრება). საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მოსმენისა და ლექსიკის, ასევე სიტუაციური ენის ცოდნის შესამოწმებელ  დავალებებს. აბიტურიენტთა 60-70 პროცენტი მათ სწორად პასუხობს.   

წელს ტესტში თემასთან დაკავშირებით შევიდა მცირე ცვლილება. რამდენად გაამართლა ამ ცვლილებამ? 

ორივე ცვლილებამ - დასაწერი სივრცის „ჩარჩომ“ და დავალების ისე ფორმულირებამ, რომ აბიტურიენტებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონოდათ - სავსებით გაამართლა. აბიტურიენტების უმეტესობისათვის პასუხების ფურცელში შემოსაზღვრული სივრცე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მათ თან მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობა დაეცვათ (შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდნენ ამის გამო) და თანაც ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ანუ საკუთარი აზრის (ზოგჯერ კრიტიკულისაც) გამოხატვის და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, წლევანდელი თაობა სრულიად გამორჩეული იყო. ეს გამოჩნდა იმითაც, რომ წელს დაიწერა რეკორდულად დიდი რაოდენობის მაღალი ქულა წერით დავალებაში. 

რას ურჩევთ გამოსაცდელებს - რა შემთხვევაში გაასაჩივრონ მიღებული ქულა?

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მიღებული ქულა გაასაჩივრონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდებიან, რომ კონკრეტული დავალების შეფასება არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც შეფასების სქემა ითვალისწინებს. ყურადღება უნდა მიაქციონ აგრეთვე იმ ფაქტორს, რომ აპელაცია გულისხმობს ნაშრომის ხელახლა შეფასებას, რის შედეგადაც აბიტურიენტს ქულა ან იგივე დარჩება, ან მოემატება, ან შეიძლება დააკლდეს კიდეც. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება